სურა 5 მაიდე, აიათი 33 – 34

  1. إِنَّمَا جَزَاءُ الَّذِينَ يُحَارِبُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَيَسْعَوْنَ فِي الْأَرْضِ فَسَادًا أَنْ يُقَتَّلُوا أَوْ يُصَلَّبُوا أَوْ تُقَطَّعَ أَيْدِيهِمْ وَأَرْجُلُهُمْ مِنْ خِلَافٍ أَوْ يُنْفَوْا مِنَ الْأَرْضِ ۚ ذَٰلِكَ لَهُمْ خِزْيٌ فِي الدُّنْيَا ۖ وَلَهُمْ فِي الْآخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ

    უეჭველად, რომელნიც იბრძვიან ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ და ცდილობენ უკეთურება გაავრცელონ ქვეყნად, ისაა საზღაური, რომ მოკლულნი იქნან ისინი ან ძელზე გაკრულნი, ან ხელ-ფეხი სხვადასხვა მხრით მოკვეთილნი, ან ამ მიწა-წყლიდან გაძევებული. ასეთია დამცირება მათთვის ამქვეყნიური, ხოლო მძიმე სასჯელია საიქიოში.

    5:33
  2. إِلَّا الَّذِينَ تَابُوا مِنْ قَبْلِ أَنْ تَقْدِرُوا عَلَيْهِمْ ۖ فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    გარდა მათი, რომელნიც იქამდე მოინანიებენ, სანამ თქვენ სძლევთ მათ. იცოდეთ, რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    5:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე