სურა 5 მაიდე, აიათი 27 – 32
-
وَاتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ ابْنَيْ آدَمَ بِالْحَقِّ إِذْ قَرَّبَا قُرْبَانًا فَتُقُبِّلَ مِنْ أَحَدِهِمَا وَلَمْ يُتَقَبَّلْ مِنَ الْآخَرِ قَالَ لَأَقْتُلَنَّكَ ۖ قَالَ إِنَّمَا يَتَقَبَّلُ اللَّهُ مِنَ الْمُتَّقِينَ
და ჭეშმარიტად, წაუკითხე შენ მაგათ ამბავი ადამის ორი ვაჟისა. ოდესღაც, მსხვერპლი შეწირეს ორივემ და შეწყნარებულ იქმნა ერთისაგან და არ იქნა შეწყნარებული მეორისაგან, და თქვა მან: „მე მოგკლავ შენ უსათუოდ!“ უპასუხა: „ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშთაგან შეიწყნარებს.
5:27 -
لَئِنْ بَسَطْتَ إِلَيَّ يَدَكَ لِتَقْتُلَنِي مَا أَنَا بِبَاسِطٍ يَدِيَ إِلَيْكَ لِأَقْتُلَكَ ۖ إِنِّي أَخَافُ اللَّهَ رَبَّ الْعَالَمِينَ
ვფიცავ, თუ შენ მოსაკლავად აღმართავ ხელს ჩემზე, მე არ აღვმართავ ხელს შენს მოსაკლავად. უეჭველად, მე მეშინია ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთის,
5:28 -
إِنِّي أُرِيدُ أَنْ تَبُوءَ بِإِثْمِي وَإِثْمِكَ فَتَكُونَ مِنْ أَصْحَابِ النَّارِ ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ الظَّالِمِينَ
ნამდვილად მსურს, რომ შენ აიღო ჩემი ცოდვა და ცოდვა შენიც, რათა იქმნა ცეცხლის ბინადართა შორის“. და: „ასეთია საზღაური უსამართლონისა“.
5:29 -
فَطَوَّعَتْ لَهُ نَفْسُهُ قَتْلَ أَخِيهِ فَقَتَلَهُ فَأَصْبَحَ مِنَ الْخَاسِرِينَ
ხოლო ვნებამ უბიძგა მას ძმის მოკვლისკენ, და მოკლა ის, და აღმოჩნდა წაგებულთა რიგებში.
5:30 -
فَبَعَثَ اللَّهُ غُرَابًا يَبْحَثُ فِي الْأَرْضِ لِيُرِيَهُ كَيْفَ يُوَارِي سَوْءَةَ أَخِيهِ ۚ قَالَ يَا وَيْلَتَا أَعَجَزْتُ أَنْ أَكُونَ مِثْلَ هَٰذَا الْغُرَابِ فَأُوَارِيَ سَوْءَةَ أَخِي ۖ فَأَصْبَحَ مِنَ النَّادِمِينَ
შემდეგ წარუგზავნა ალლაჰმა ყორანი, რომელიც მიწას თხრიდა, რათა ეჩვენებინა მისთვის, როგორ დაემარხა ძმის ცხედარი. თქვა: „ვაი ჩემს თავს! ისიც არ შემიძლია ამ ყორნის მსგავსი ვიყო და დავმარხო ჩემი ძმის ცხედარი.“ და იქმნა იგი მონანიეთაგანი.
5:31 -
مِنْ أَجْلِ ذَٰلِكَ كَتَبْنَا عَلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ أَنَّهُ مَنْ قَتَلَ نَفْسًا بِغَيْرِ نَفْسٍ أَوْ فَسَادٍ فِي الْأَرْضِ فَكَأَنَّمَا قَتَلَ النَّاسَ جَمِيعًا وَمَنْ أَحْيَاهَا فَكَأَنَّمَا أَحْيَا النَّاسَ جَمِيعًا ۚ وَلَقَدْ جَاءَتْهُمْ رُسُلُنَا بِالْبَيِّنَاتِ ثُمَّ إِنَّ كَثِيرًا مِنْهُمْ بَعْدَ ذَٰلِكَ فِي الْأَرْضِ لَمُسْرِفُونَ
ამისთვის დავუწერეთ ისრაილის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ვფიცავ! ჩვენი შუამავალნი უკვე იყვნენ მათთან მისულნი ცხადი მტკიცებანით, მაგრამ ამის შემდგომაც, უეჭველად, ბევრი იმათგანი მაინც განაგრძობდა დედამიწაზე ზღვარგადასულობას.
5:32
თარგმანი: რეზო მიქელაძე