სურა 5 მაიდე, აიათი 21 – 26

  1. يَا قَوْمِ ادْخُلُوا الْأَرْضَ الْمُقَدَّسَةَ الَّتِي كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ وَلَا تَرْتَدُّوا عَلَىٰ أَدْبَارِكُمْ فَتَنْقَلِبُوا خَاسِرِينَ

    ხალხო ჩემო! შედით წმინდა მიწაზე, რომელიც ალლაჰმა თქვენთვის დაადგინა. და არ მოიქცეთ უკან, თორემ წაგებულნი იქნებით!“

    5:21
  2. قَالُوا يَا مُوسَىٰ إِنَّ فِيهَا قَوْمًا جَبَّارِينَ وَإِنَّا لَنْ نَدْخُلَهَا حَتَّىٰ يَخْرُجُوا مِنْهَا فَإِنْ يَخْرُجُوا مِنْهَا فَإِنَّا دَاخِلُونَ

    მათ უთხრეს: ჰეი მუსა! უეჭველად, იქ აულაგმავი ხალხია და უეჭველად, ჩვენ ვერ შევალთ იქ, სანამ ისინი არ გამოვლენ იქიდან. და თუ გამოვლენ იქიდან, მაშინ, უეჭველად შევალთ ჩვენ.

    5:22
  3. قَالَ رَجُلَانِ مِنَ الَّذِينَ يَخَافُونَ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِمَا ادْخُلُوا عَلَيْهِمُ الْبَابَ فَإِذَا دَخَلْتُمُوهُ فَإِنَّكُمْ غَالِبُونَ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَتَوَكَّلُوا إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    უთხრა ორმა კაცმა, ღვთისმოშიშნი რომელნიც იყვნენ და მოჰმადლა ალლაჰმა წყალობა მათ: „გაილაშქრეთ მათზე კარიბჭით და როცა შეხვალთ იქიდან, უეჭველად, გამარჯვებულნი იქნებით. და გქონდეთ იმედი მხოლოდ ალლაჰის, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი!“

    5:23
  4. قَالُوا يَا مُوسَىٰ إِنَّا لَنْ نَدْخُلَهَا أَبَدًا مَا دَامُوا فِيهَا ۖ فَاذْهَبْ أَنْتَ وَرَبُّكَ فَقَاتِلَا إِنَّا هَاهُنَا قَاعِدُونَ

    უთხრეს: ჰეი მუსა! ჩვენ იქ არასოდეს შევალთ, სანამ იქ არიან ისინი. წადით და იომეთ შენ და შენმა ღმერთმა. ჩვენ კი აქ ვისხდებით!

    5:24
  5. قَالَ رَبِّ إِنِّي لَا أَمْلِكُ إِلَّا نَفْسِي وَأَخِي ۖ فَافْرُقْ بَيْنَنَا وَبَيْنَ الْقَوْمِ الْفَاسِقِينَ

    შეევედრა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე არ მაქვს მეუფება გარდა ჩემი და ჩემი ძმისა. შენ განსაჯე ჩვენსა და ამ ურჩ ხალხს შორის!

    5:25
  6. قَالَ فَإِنَّهَا مُحَرَّمَةٌ عَلَيْهِمْ ۛ أَرْبَعِينَ سَنَةً ۛ يَتِيهُونَ فِي الْأَرْضِ ۚ فَلَا تَأْسَ عَلَى الْقَوْمِ الْفَاسِقِينَ

    მიუგო: „უეჭველად, ის მათთვის აკრძალული იქნება ორმოცი წელი. ისინი იხეტიალებენ დედამიწაზე. ხოლო შენ არ ინაღვლო ურჩი ხალხის გამო!

    5:26

თარგმანი: რეზო მიქელაძე