სურა 5 მაიდე, აიათი 112 – 115
-
إِذْ قَالَ الْحَوَارِيُّونَ يَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ هَلْ يَسْتَطِيعُ رَبُّكَ أَنْ يُنَزِّلَ عَلَيْنَا مَائِدَةً مِنَ السَّمَاءِ ۖ قَالَ اتَّقُوا اللَّهَ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ ღისას, „შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა“? მიუგო: „გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი“!
5:112 -
قَالُوا نُرِيدُ أَنْ نَأْكُلَ مِنْهَا وَتَطْمَئِنَّ قُلُوبُنَا وَنَعْلَمَ أَنْ قَدْ صَدَقْتَنَا وَنَكُونَ عَلَيْهَا مِنَ الشَّاهِدِينَ
მიუგეს მათ: „გვსურს მივირთვათ მისგან, რათა ვიჯეროთ ჩვენი გულები და ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე, სიმართლეა, და ვიყოთ მოწმენი ამისა“.
5:113 -
قَالَ عِيسَى ابْنُ مَرْيَمَ اللَّهُمَّ رَبَّنَا أَنْزِلْ عَلَيْنَا مَائِدَةً مِنَ السَّمَاءِ تَكُونُ لَنَا عِيدًا لِأَوَّلِنَا وَآخِرِنَا وَآيَةً مِنْكَ ۖ وَارْزُقْنَا وَأَنْتَ خَيْرُ الرَّازِقِينَ
შეევედრა ღისა, შვილი მარიამისა: „ღმერთო ჩემო! გარდმოგვივლინე ზეციდან ჩვენდა სუფრა, იყოს ჩვენთვის დღესასწაული, პირველისათვის ჩვენგან და უკანასკნელისათვის ჩვენგან და სასწაულად შენგან. მოგვმადლე, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი“!
5:114 -
قَالَ اللَّهُ إِنِّي مُنَزِّلُهَا عَلَيْكُمْ ۖ فَمَنْ يَكْفُرْ بَعْدُ مِنْكُمْ فَإِنِّي أُعَذِّبُهُ عَذَابًا لَا أُعَذِّبُهُ أَحَدًا مِنَ الْعَالَمِينَ
ალლაჰმა უთხრა: „უეჭველად, მე ზეგარდმოვავლენ თქვენდა მას. მაგრამ ვინც ამის შემდგომ ურწმუნო დარჩება თქვენ შორის, მას დავსჯი სასჯელით, რომლის მსგავსით ჯერ არავინ დამისჯია სამყაროში“!
5:115
თარგმანი: რეზო მიქელაძე