სურა 5 მაიდე, აიათი 106 – 107

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا شَهَادَةُ بَيْنِكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ حِينَ الْوَصِيَّةِ اثْنَانِ ذَوَا عَدْلٍ مِنْكُمْ أَوْ آخَرَانِ مِنْ غَيْرِكُمْ إِنْ أَنْتُمْ ضَرَبْتُمْ فِي الْأَرْضِ فَأَصَابَتْكُمْ مُصِيبَةُ الْمَوْتِ ۚ تَحْبِسُونَهُمَا مِنْ بَعْدِ الصَّلَاةِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ إِنِ ارْتَبْتُمْ لَا نَشْتَرِي بِهِ ثَمَنًا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۙ وَلَا نَكْتُمُ شَهَادَةَ اللَّهِ إِنَّا إِذًا لَمِنَ الْآثِمِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ, თუკი სიკვდილის პირას შეიქმნებით. ორმა მართალმა დაამოწმოს თქვენი უკანასკნელი ნება ან ორმა გარეშეთაგანმა, თუკი სიკვდილი მოგზაურობისას გეწევათ. თუ ეჭვი რამ შეგეპაროთ ლოცვის აღვლენის მერე, დააყოვნეთ ისინი და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „არ გავყიდით ამას არავითარ ფასად, თუნდ ეს ეხებოდეს ახლო ნათესავს და არ დავმალავთ მოწმეობას ალლაჰისას. მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიყოთ ჩვენ“!

    5:106
  2. فَإِنْ عُثِرَ عَلَىٰ أَنَّهُمَا اسْتَحَقَّا إِثْمًا فَآخَرَانِ يَقُومَانِ مَقَامَهُمَا مِنَ الَّذِينَ اسْتَحَقَّ عَلَيْهِمُ الْأَوْلَيَانِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ لَشَهَادَتُنَا أَحَقُّ مِنْ شَهَادَتِهِمَا وَمَا اعْتَدَيْنَا إِنَّا إِذًا لَمِنَ الظَّالِمِينَ

    და თუ აღმოჩნდა, რომ ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი ამათ, მაშინ მათი ადგილი სხვა ორმა დაიკავოს, ახლობელმა იმათგან, ვისაც უფლება აქვს, და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „ჩვენი მოწმეობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმათი მოწმეობა; ჩვენ არ გადავალთ ზღვარს, მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიქნეთ ჩვენ“!

    5:107

თარგმანი: რეზო მიქელაძე