სურა 59 ჰაშრი, აიათი 11 – 17

  1. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ نَافَقُوا يَقُولُونَ لِإِخْوَانِهِمُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَئِنْ أُخْرِجْتُمْ لَنَخْرُجَنَّ مَعَكُمْ وَلَا نُطِيعُ فِيكُمْ أَحَدًا أَبَدًا وَإِنْ قُوتِلْتُمْ لَنَنْصُرَنَّكُمْ وَاللَّهُ يَشْهَدُ إِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ

    განა არ გინახავს ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ, ეუბნებიან თავის ძმებს წიგნის მფლობელთაგან, რომელთაც უარყვეს: ვფიცავთ, თუ განგდევნიან, თქვენთან ერთად წამოვალთ და არ დავემორჩილებით თქვენი გულისათვის არავის არასოდეს და თუ თქვენს წინაშე გამოილაშქრებენ, უთუოდ, შეგეწევით. თუმცაღა ალლაჰი მოწმობს, რომ ეგენი ნამდვილად ცრუნი არიან.

    59:11
  2. لَئِنْ أُخْرِجُوا لَا يَخْرُجُونَ مَعَهُمْ وَلَئِنْ قُوتِلُوا لَا يَنْصُرُونَهُمْ وَلَئِنْ نَصَرُوهُمْ لَيُوَلُّنَّ الْأَدْبَارَ ثُمَّ لَا يُنْصَرُونَ

    ვფიცავ, თუკი ისინი განიდევნებოდნენ, არ წავიდოდნენ მათთან ერთად. და თუ გაილაშქრებდნენ მათზე, არ შეეწევოდნენ მათ და რომც შეეწიონ, უთუოდ, ზურგს იქცევდნენ. მერე კი ვერავინ უშველის მათ.

    59:12
  3. لَأَنْتُمْ أَشَدُّ رَهْبَةً فِي صُدُورِهِمْ مِنَ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَفْقَهُونَ

    უთუოდ, თქვენ უფრო მძლავრი ხართ შიშით მათ გულებში, ვიდრე ალლაჰისა. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ ჩაწვდებიან ჭეშმარიტებას.

    59:13
  4. لَا يُقَاتِلُونَكُمْ جَمِيعًا إِلَّا فِي قُرًى مُحَصَّنَةٍ أَوْ مِنْ وَرَاءِ جُدُرٍ ۚ بَأْسُهُمْ بَيْنَهُمْ شَدِيدٌ ۚ تَحْسَبُهُمْ جَمِيعًا وَقُلُوبُهُمْ شَتَّىٰ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَعْقِلُونَ

    ისინი არ შეგებრძოლებიან თქვენ ერთიანად, თუ არა გალავანშემორტყმულ სოფელთა ან კედლებს ამოფარებულნი. მათი ბრძოლა ერთმანეთ შორის მძაფრია. შენ გგონია ეგენი ერთ მუჭად შეკრულნი, თუმცაღა მათი გულები გაყოფილია. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.

    59:14
  5. كَمَثَلِ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ قَرِيبًا ۖ ذَاقُوا وَبَالَ أَمْرِهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    მათი მდგომარეობა იმათ მდგომარეობას ჰგავს, რომელნიც იყვნენ მათზე უწინ, სულ ახლახანს მათ უკვე იგემეს საზღაური ჩადენილის გამო. და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი.

    59:15
  6. كَمَثَلِ الشَّيْطَانِ إِذْ قَالَ لِلْإِنْسَانِ اكْفُرْ فَلَمَّا كَفَرَ قَالَ إِنِّي بَرِيءٌ مِنْكَ إِنِّي أَخَافُ اللَّهَ رَبَّ الْعَالَمِينَ

    ეშმაკის მაგალითისა არ იყოს, აკი, უთხრა მან ადამიანს: „უარყავ! ხოლო როცა უარყო, უთხრა: უეჭველად, მე შორს ვარ შენგან, უეჭველად, მე მეშინია ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთის.

    59:16
  7. فَكَانَ عَاقِبَتَهُمَا أَنَّهُمَا فِي النَّارِ خَالِدَيْنِ فِيهَا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ الظَّالِمِينَ

    ამგვარად, ბოლო ორივესი, უეჭველად, სამუდამოდ იქ, ცეცხლშია. სწორედ ესაა საზღაური უსამართლოთა!

    59:17

თარგმანი: რეზო მიქელაძე