სურა 59 ჰაშრი, აიათი 1 – 10

  1. سَبَّحَ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۖ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    ალლაჰის განდიდებაში არიან, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!

    59:1
  2. هُوَ الَّذِي أَخْرَجَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ مِنْ دِيَارِهِمْ لِأَوَّلِ الْحَشْرِ ۚ مَا ظَنَنْتُمْ أَنْ يَخْرُجُوا ۖ وَظَنُّوا أَنَّهُمْ مَانِعَتُهُمْ حُصُونُهُمْ مِنَ اللَّهِ فَأَتَاهُمُ اللَّهُ مِنْ حَيْثُ لَمْ يَحْتَسِبُوا ۖ وَقَذَفَ فِي قُلُوبِهِمُ الرُّعْبَ ۚ يُخْرِبُونَ بُيُوتَهُمْ بِأَيْدِيهِمْ وَأَيْدِي الْمُؤْمِنِينَ فَاعْتَبِرُوا يَا أُولِي الْأَبْصَارِ

    იგია, რომელმაც გამოაძევა საკუთარი საცხოვრებლებიდან წიგნის ხალხთაგან ისინი, რომელთაც უარყვეს, პირველი მოქუჩება-განდევნისთვის, თქვენ არ გეგონათ, რომ გამოვიდოდნენ, მათ კი ეგონათ, რომ საკუთარი ციხე–სიმაგრეები დაიცავდათ ალლაჰისაგან. მაგრამ ალლაჰის ბრძანება იქიდან მივიდა, საიდანაც არ ელოდნენ და ჩააგდო მათ გულებში შიში. ანგრევენ საკუთარ სახლებს საკუთარი ხელით და მორწმუნეთა ხელით. მაშ, შეიმეცნეთ თვალხილულნო!

    59:2
  3. وَلَوْلَا أَنْ كَتَبَ اللَّهُ عَلَيْهِمُ الْجَلَاءَ لَعَذَّبَهُمْ فِي الدُّنْيَا ۖ وَلَهُمْ فِي الْآخِرَةِ عَذَابُ النَّارِ

    და რომ არ დაეწერა ალლაჰს მათზე განდევნა, უთუოდ, დასჯიდა მათ ამავქვეყნად, ხოლო იმქვეყნად ცეცხლის სასჯელია მათთვის.

    59:3
  4. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ شَاقُّوا اللَّهَ وَرَسُولَهُ ۖ وَمَنْ يُشَاقِّ اللَّهَ فَإِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    ეს იმისთვის, რომ ეურჩნენ ალლაჰს და მის შუამავალს და ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი სასტიკია!

    59:4
  5. مَا قَطَعْتُمْ مِنْ لِينَةٍ أَوْ تَرَكْتُمُوهَا قَائِمَةً عَلَىٰ أُصُولِهَا فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيُخْزِيَ الْفَاسِقِينَ

    რაც მოჭარით პალმის ხისგან ან დატოვეთ იგი მდგომი თვისა ფესვებსა ზედა, მხოლოდ ალლაჰის ნებით იყო, რათა მიეზღო მეამბოხე ცოდვილთათვის.

    59:5
  6. وَمَا أَفَاءَ اللَّهُ عَلَىٰ رَسُولِهِ مِنْهُمْ فَمَا أَوْجَفْتُمْ عَلَيْهِ مِنْ خَيْلٍ وَلَا رِكَابٍ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يُسَلِّطُ رُسُلَهُ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ხოლო რაც შეეხება ალაფს, რომელიც მიჰმადლა ალლაჰმა თავის შუამავალს მათი ქონებიდან, საამისოდ არც ბედაურნი და არც აქლემნი არ გიჭენებიათ. მაგრამ ალლაჰი აძლევს ძალაუფლებას თავის შუამავლებს მასზე, ინებებს ვისზეც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    59:6
  7. مَا أَفَاءَ اللَّهُ عَلَىٰ رَسُولِهِ مِنْ أَهْلِ الْقُرَىٰ فَلِلَّهِ وَلِلرَّسُولِ وَلِذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ كَيْ لَا يَكُونَ دُولَةً بَيْنَ الْأَغْنِيَاءِ مِنْكُمْ ۚ وَمَا آتَاكُمُ الرَّسُولُ فَخُذُوهُ وَمَا نَهَاكُمْ عَنْهُ فَانْتَهُوا ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    რა ალაფიც ალლაჰმა მიჰმადლა თავის შუამავალს სოფელთა მკვიდრთაგან, ალლაჰს ეკუთვნის, ასევე შუამავალს, ნათესავებს, ობლებს, უპოვრებს და მოგზაურებს. რომ არ ერგუნოს იგი ქონება მდიდარს თქვენ შორის. და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!

    59:7
  8. لِلْفُقَرَاءِ الْمُهَاجِرِينَ الَّذِينَ أُخْرِجُوا مِنْ دِيَارِهِمْ وَأَمْوَالِهِمْ يَبْتَغُونَ فَضْلًا مِنَ اللَّهِ وَرِضْوَانًا وَيَنْصُرُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الصَّادِقُونَ

    (განკუთვნილი) ღარიბ მუჰაჯირთათვის, რომელნიც გამოდევნილ იქნენ თავიანთი სახლებიდან და სამფლობელოდან და რომელნიც ალლაჰისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან. და შეეწევიან ალლაჰის სარწმუნოებას და მის შუამავალს. სწორედ, ესენი არიან მართალნი.

    59:8
  9. وَالَّذِينَ تَبَوَّءُوا الدَّارَ وَالْإِيمَانَ مِنْ قَبْلِهِمْ يُحِبُّونَ مَنْ هَاجَرَ إِلَيْهِمْ وَلَا يَجِدُونَ فِي صُدُورِهِمْ حَاجَةً مِمَّا أُوتُوا وَيُؤْثِرُونَ عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ وَلَوْ كَانَ بِهِمْ خَصَاصَةٌ ۚ وَمَنْ يُوقَ شُحَّ نَفْسِهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    და რომელთაც იმათზე უწინ ბინა ჰქონდათ დადებული და სარწმუნოება მიღებული, უყვართ ვინც გადასახლდა მათთან. გულში არ ივლებენ არანაირ შურს იმის გამო, რაც იმათ მიეცათ, და უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავზე მეტად, თუნდ ესაჭიროებოდეთ. და ვინც სიხარბისგან თავს დაიცავს, სწორედ ისინი არიან ნეტარნი!

    59:9
  10. وَالَّذِينَ جَاءُوا مِنْ بَعْدِهِمْ يَقُولُونَ رَبَّنَا اغْفِرْ لَنَا وَلِإِخْوَانِنَا الَّذِينَ سَبَقُونَا بِالْإِيمَانِ وَلَا تَجْعَلْ فِي قُلُوبِنَا غِلًّا لِلَّذِينَ آمَنُوا رَبَّنَا إِنَّكَ رَءُوفٌ رَحِيمٌ

    და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი და ჩვენი ძმების, რომელთაც ჩვენ გაგვასწრეს რწმენით. და არ ჩაგვინერგო გულებში შური იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ ლმობიერი და მწყალობელი ხარ!

    59:10

თარგმანი: რეზო მიქელაძე