სურა 57 ჰადიდი
-
سَابِقُوا إِلَىٰ مَغْفِرَةٍ مِنْ رَبِّكُمْ وَجَنَّةٍ عَرْضُهَا كَعَرْضِ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ أُعِدَّتْ لِلَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرُسُلِهِ ۚ ذَٰلِكَ فَضْلُ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ
ისწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცათა და ქვეყნის სივრცის ტოლია. იგი გამზადდა იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავლის. ესაა მადლი ალლაჰისა. უბოძებს მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!
57:21 -
مَا أَصَابَ مِنْ مُصِيبَةٍ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي أَنْفُسِكُمْ إِلَّا فِي كِتَابٍ مِنْ قَبْلِ أَنْ نَبْرَأَهَا ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ
არ გწევით სიავე სიავეთაგან არც დედამიწაზე და არც თქვენს სულებს, რომ არა იყოს წინგში, ვიდრეღა მას მოვახდენდეთ. უეჭველად, ეს იოლია ალლაჰისთვის!
57:22 -
لِكَيْلَا تَأْسَوْا عَلَىٰ مَا فَاتَكُمْ وَلَا تَفْرَحُوا بِمَا آتَاكُمْ ۗ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ كُلَّ مُخْتَالٍ فَخُورٍ
რათა არ იდარდოთ იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და არ იხაროთ იმით, რაც მოგმადლათ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები,
57:23 -
الَّذِينَ يَبْخَلُونَ وَيَأْمُرُونَ النَّاسَ بِالْبُخْلِ ۗ وَمَنْ يَتَوَلَّ فَإِنَّ اللَّهَ هُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ
რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და ვინც ზურგს აქცევს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
57:24 -
لَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلَنَا بِالْبَيِّنَاتِ وَأَنْزَلْنَا مَعَهُمُ الْكِتَابَ وَالْمِيزَانَ لِيَقُومَ النَّاسُ بِالْقِسْطِ ۖ وَأَنْزَلْنَا الْحَدِيدَ فِيهِ بَأْسٌ شَدِيدٌ وَمَنَافِعُ لِلنَّاسِ وَلِيَعْلَمَ اللَّهُ مَنْ يَنْصُرُهُ وَرُسُلَهُ بِالْغَيْبِ ۚ إِنَّ اللَّهَ قَوِيٌّ عَزِيزٌ
ვფიცავ, წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი ცხადი მტკიცებებით და ზემოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი, რათა განსაჯოს ხალხმა სამართლით. ასევე ზეგარდმოვავლინეთ რკინა, რომელშიც მყარი სიძლიერე და სარგებელია ხალხისთვის. და რომ გამოსცადოს ალლაჰმა, ვინ ემსახურება მის სარწმუნოებას, მის შუამავალთ და ვინ ირწმუნა უხილავის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსიალია!
57:25 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا وَإِبْرَاهِيمَ وَجَعَلْنَا فِي ذُرِّيَّتِهِمَا النُّبُوَّةَ وَالْكِتَابَ ۖ فَمِنْهُمْ مُهْتَدٍ ۖ وَكَثِيرٌ مِنْهُمْ فَاسِقُونَ
და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და ჩვენ დავუდგინეთ მათ შთამომავლობას შუამავლობა და წიგნი. ამრიგად, მათგან ნაწილი ჭეშმარიტ გზას ადგას, ხოლო უმრავლესობა მეამბოხე ცოდვილია.
57:26 -
ثُمَّ قَفَّيْنَا عَلَىٰ آثَارِهِمْ بِرُسُلِنَا وَقَفَّيْنَا بِعِيسَى ابْنِ مَرْيَمَ وَآتَيْنَاهُ الْإِنْجِيلَ وَجَعَلْنَا فِي قُلُوبِ الَّذِينَ اتَّبَعُوهُ رَأْفَةً وَرَحْمَةً وَرَهْبَانِيَّةً ابْتَدَعُوهَا مَا كَتَبْنَاهَا عَلَيْهِمْ إِلَّا ابْتِغَاءَ رِضْوَانِ اللَّهِ فَمَا رَعَوْهَا حَقَّ رِعَايَتِهَا ۖ فَآتَيْنَا الَّذِينَ آمَنُوا مِنْهُمْ أَجْرَهُمْ ۖ وَكَثِيرٌ مِنْهُمْ فَاسِقُونَ
მერე წარვგზავნეთ მათ კვალდაკვალ შუამავლები და მივაყოლეთ ღისა ძე მარიამისა და ვუბოძეთ მას ინჯილი და ჩავთესეთ მათ გულებში სიბრალული და მოწყალება, რომელთაც გაჰყვნენ მას. ხოლო რაც შეეხება ბერ-მონაზვნობას, არ დაგვიწერია იგი მათზე, რამეთუ მათ გამოიგობეს ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. მაგრამ არ დაიცვეს იგი ჭეშმარიტი დაცვით. ამგვარად ვუბოძეთ თავიანთი საზღაური, რომელთაც ირწმუნეს. ხოლო უმეტესობა მათგან მეამბოხე ცოდვილია.
57:27 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ وَآمِنُوا بِرَسُولِهِ يُؤْتِكُمْ كِفْلَيْنِ مِنْ رَحْمَتِهِ وَيَجْعَلْ لَكُمْ نُورًا تَمْشُونَ بِهِ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი შუამავალი, რომ მოგაგოს ორმაგი თავისი წყალობისგან და დაადგინოს თქვენთვის სინათლე, რომლითაც ივლით და მიგიტევოს თქვენ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
57:28 -
لِئَلَّا يَعْلَمَ أَهْلُ الْكِتَابِ أَلَّا يَقْدِرُونَ عَلَىٰ شَيْءٍ مِنْ فَضْلِ اللَّهِ ۙ وَأَنَّ الْفَضْلَ بِيَدِ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ
რათა იცოდნენ წიგნის ხალხმა, რომ არაფრის მიღება არ ძალუძთ ალლაჰის მადლისგან და რომ წყალობა ალლაჰის ხელთაა, მიჰმადლის მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!
57:29
თარგმანი: რეზო მიქელაძე