სურა 57 ჰადიდი, აიათი 20 – 25

  1. اعْلَمُوا أَنَّمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا لَعِبٌ وَلَهْوٌ وَزِينَةٌ وَتَفَاخُرٌ بَيْنَكُمْ وَتَكَاثُرٌ فِي الْأَمْوَالِ وَالْأَوْلَادِ ۖ كَمَثَلِ غَيْثٍ أَعْجَبَ الْكُفَّارَ نَبَاتُهُ ثُمَّ يَهِيجُ فَتَرَاهُ مُصْفَرًّا ثُمَّ يَكُونُ حُطَامًا ۖ وَفِي الْآخِرَةِ عَذَابٌ شَدِيدٌ وَمَغْفِرَةٌ مِنَ اللَّهِ وَرِضْوَانٌ ۚ وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا مَتَاعُ الْغُرُورِ

    იცოდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ერთგვარი თამაშია, გართობაა, სამშვენისი და ერთგვარი მკრეხელობაა თქვენს შორის. და ასევე აუარებელი ქონებისა და შვილების ყოლა. ის წვიმას ჰგავს, გაახარა მთესველი თავისმა მცენარემ, მერე დაჭკნება, ამგვარად დაინახავ მას გაყვითლებულად. მერე გადაიქცევა ხმელ ნაყარ-ნუყარად. ხოლო საიქიოშია სასტიკი სასჯელი, მიტევება და კმაყოფილება ალლაჰისგან. ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე.

    57:20
  2. سَابِقُوا إِلَىٰ مَغْفِرَةٍ مِنْ رَبِّكُمْ وَجَنَّةٍ عَرْضُهَا كَعَرْضِ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ أُعِدَّتْ لِلَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرُسُلِهِ ۚ ذَٰلِكَ فَضْلُ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ

    ისწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცათა და ქვეყნის სივრცის ტოლია. იგი გამზადდა იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავლის. ესაა მადლი ალლაჰისა. უბოძებს მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!

    57:21
  3. مَا أَصَابَ مِنْ مُصِيبَةٍ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي أَنْفُسِكُمْ إِلَّا فِي كِتَابٍ مِنْ قَبْلِ أَنْ نَبْرَأَهَا ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ

    არ გწევით სიავე სიავეთაგან არც დედამიწაზე და არც თქვენს სულებს, რომ არა იყოს წინგში, ვიდრეღა მას მოვახდენდეთ. უეჭველად, ეს იოლია ალლაჰისთვის!

    57:22
  4. لِكَيْلَا تَأْسَوْا عَلَىٰ مَا فَاتَكُمْ وَلَا تَفْرَحُوا بِمَا آتَاكُمْ ۗ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ كُلَّ مُخْتَالٍ فَخُورٍ

    რათა არ იდარდოთ იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და არ იხაროთ იმით, რაც მოგმადლათ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები,

    57:23
  5. الَّذِينَ يَبْخَلُونَ وَيَأْمُرُونَ النَّاسَ بِالْبُخْلِ ۗ وَمَنْ يَتَوَلَّ فَإِنَّ اللَّهَ هُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ

    რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და ვინც ზურგს აქცევს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

    57:24
  6. لَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلَنَا بِالْبَيِّنَاتِ وَأَنْزَلْنَا مَعَهُمُ الْكِتَابَ وَالْمِيزَانَ لِيَقُومَ النَّاسُ بِالْقِسْطِ ۖ وَأَنْزَلْنَا الْحَدِيدَ فِيهِ بَأْسٌ شَدِيدٌ وَمَنَافِعُ لِلنَّاسِ وَلِيَعْلَمَ اللَّهُ مَنْ يَنْصُرُهُ وَرُسُلَهُ بِالْغَيْبِ ۚ إِنَّ اللَّهَ قَوِيٌّ عَزِيزٌ

    ვფიცავ, წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი ცხადი მტკიცებებით და ზემოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი, რათა განსაჯოს ხალხმა სამართლით. ასევე ზეგარდმოვავლინეთ რკინა, რომელშიც მყარი სიძლიერე და სარგებელია ხალხისთვის. და რომ გამოსცადოს ალლაჰმა, ვინ ემსახურება მის სარწმუნოებას, მის შუამავალთ და ვინ ირწმუნა უხილავის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსიალია!

    57:25

თარგმანი: რეზო მიქელაძე