სურა 54 ყემერი, აიათი 18 – 23

  1. كَذَّبَتْ عَادٌ فَكَيْفَ كَانَ عَذَابِي وَنُذُرِ

    ცრუდ შერაცხეს ადიელებმა. მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!

    54:18
  2. إِنَّا أَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِيحًا صَرْصَرًا فِي يَوْمِ نَحْسٍ مُسْتَمِرٍّ

    უეჭველად, ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი იმ ავბედით ხანგძლივ დღეს.

    54:19
  3. تَنْزِعُ النَّاسَ كَأَنَّهُمْ أَعْجَازُ نَخْلٍ مُنْقَعِرٍ

    იგი ფხვრიდა ხალხს, თითქოს ძირფესვიანად აღმოფხვრილი პალმის ხეთა ძირკვნი.

    54:20
  4. فَكَيْفَ كَانَ عَذَابِي وَنُذُرِ

    მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!

    54:21
  5. وَلَقَدْ يَسَّرْنَا الْقُرْآنَ لِلذِّكْرِ فَهَلْ مِنْ مُدَّكِرٍ

    და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?

    54:22
  6. كَذَّبَتْ ثَمُودُ بِالنُّذُرِ

    ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა შეგონებანი.

    54:23

თარგმანი: რეზო მიქელაძე