სურა 50 ყააფი, აიათი 6 – 11
-
أَفَلَمْ يَنْظُرُوا إِلَى السَّمَاءِ فَوْقَهُمْ كَيْفَ بَنَيْنَاهَا وَزَيَّنَّاهَا وَمَا لَهَا مِنْ فُرُوجٍ
განა არ შეხედავენ, როგორ ავაგეთ ზეცა მათ ზემოდან, როგორ მოვკაზმეთ იგი და მასში არანაირი ღიობი არ მოინახება!
50:6 -
وَالْأَرْضَ مَدَدْنَاهَا وَأَلْقَيْنَا فِيهَا رَوَاسِيَ وَأَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ زَوْجٍ بَهِيجٍ
როგორ გავფინეთ დედამიწა და მასზე როგორ მოვათავსეთ ურყევი მთები. იქ ულამაზესი ყველა სახეობის მცენარეები წყვილებად აღმოვაცენეთ!
50:7 -
تَبْصِرَةً وَذِكْرَىٰ لِكُلِّ عَبْدٍ مُنِيبٍ
ეს ყველაფერი ჭეშმარიტებისაკენ მსწრაფველი ყველა მორწმუნისათვის ერთგვარი გაკვეთილი და ერთგვარი დარიგებაა!
50:8 -
وَنَزَّلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً مُبَارَكًا فَأَنْبَتْنَا بِهِ جَنَّاتٍ وَحَبَّ الْحَصِيدِ
და გარდმოვავლინეთ ზეციდან ბარაქიანი წვიმა, შემდეგ ამ წვიმით ბაღები და მარცვლეულის ყანები აღმოვაცენეთ!
50:9 -
وَالنَّخْلَ بَاسِقَاتٍ لَهَا طَلْعٌ نَضِيدٌ
და აღმოვაცენეთ მაღალი ხურმის ხეები, რომლის მტევნები ერთიმეორეზეა ასხმული,
50:10 -
رِزْقًا لِلْعِبَادِ ۖ وَأَحْيَيْنَا بِهِ بَلْدَةً مَيْتًا ۚ كَذَٰلِكَ الْخُرُوجُ
სარჩოდ მორწმუნეთათვის. და ამით სიცოცხლე მივმადლეთ მკვდარ დასახლებას. სწორედ ასეა გამოსვლა!
50:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე