სურა 4 ნისა, აიათი 77 – 87

  1. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ قِيلَ لَهُمْ كُفُّوا أَيْدِيَكُمْ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ الْقِتَالُ إِذَا فَرِيقٌ مِنْهُمْ يَخْشَوْنَ النَّاسَ كَخَشْيَةِ اللَّهِ أَوْ أَشَدَّ خَشْيَةً ۚ وَقَالُوا رَبَّنَا لِمَ كَتَبْتَ عَلَيْنَا الْقِتَالَ لَوْلَا أَخَّرْتَنَا إِلَىٰ أَجَلٍ قَرِيبٍ ۗ قُلْ مَتَاعُ الدُّنْيَا قَلِيلٌ وَالْآخِرَةُ خَيْرٌ لِمَنِ اتَّقَىٰ وَلَا تُظْلَمُونَ فَتِيلًا

    განა არ გინახავს, რომელთაც ებრძანათ: აიღეთ ხელები თქვენი და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება! და როცა დაწესებული იქნა მათზე ბრძოლა, მათგან ნაწილს ეშინოდა ხალხის, როგორც უნდა ეშინოდეთ ალლაჰის, ან უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! რატომ დაადგინე ბრძოლა ჩვენზე? განა არ შეიძლება გადაგვივადო მცირე ხნით?! უთხარი: ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნება ხანმოკლეა, საიქიო ცხოვრება იმათთვის უკეთესია, ვინც ღვთისმოშიშია და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში აპკი რომ აქვს, იმ დონეზეც კი!

    4:77
  2. أَيْنَمَا تَكُونُوا يُدْرِكْكُمُ الْمَوْتُ وَلَوْ كُنْتُمْ فِي بُرُوجٍ مُشَيَّدَةٍ ۗ وَإِنْ تُصِبْهُمْ حَسَنَةٌ يَقُولُوا هَٰذِهِ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۖ وَإِنْ تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ يَقُولُوا هَٰذِهِ مِنْ عِنْدِكَ ۚ قُلْ كُلٌّ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۖ فَمَالِ هَٰؤُلَاءِ الْقَوْمِ لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ حَدِيثًا

    სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მოგწვდებათ თქვენ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში. და თუ ეწიათ სიკეთე, ამბობენ: ეს ალლაჰის წიაღიდან მოდის! და თუ ეწიათ უბედურება, გეუბნებიან: ეს მოდის შენგან! უთხარი შენ: ყველაფერი ალლაჰისგანაა! და რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას?

    4:78
  3. مَا أَصَابَكَ مِنْ حَسَنَةٍ فَمِنَ اللَّهِ ۖ وَمَا أَصَابَكَ مِنْ سَيِّئَةٍ فَمِنْ نَفْسِكَ ۚ وَأَرْسَلْنَاكَ لِلنَّاسِ رَسُولًا ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا

    რაც კარგი რამ გეწიოს შენ, ალლაჰისგანაა ის, და რაც ცუდი რამ გეწიოს, შენი საკუთარი თავისგანაა. და ჩვენ შენ წარგგზავნეთ ხალხთან შუამავლად. და კმარა ალლაჰი მოწმედ!

    4:79
  4. مَنْ يُطِعِ الرَّسُولَ فَقَدْ أَطَاعَ اللَّهَ ۖ وَمَنْ تَوَلَّىٰ فَمَا أَرْسَلْنَاكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًا

    ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, უეჭველად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, მაშ, არ წარგვიგზავნიხარ შენ მათდა გუშაგად!

    4:80
  5. وَيَقُولُونَ طَاعَةٌ فَإِذَا بَرَزُوا مِنْ عِنْدِكَ بَيَّتَ طَائِفَةٌ مِنْهُمْ غَيْرَ الَّذِي تَقُولُ ۖ وَاللَّهُ يَكْتُبُ مَا يُبَيِّتُونَ ۖ فَأَعْرِضْ عَنْهُمْ وَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ وَكِيلًا

    და ამბობენ: გმორჩილებთ! მაგრამ, როცა წავლენ შენგან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით ჩუმად თხზავს იმას, რაც არ გითქვამს შენ. ალლაჰი იწერს იმას, რაც ღამით ჩუმად განიზრახეს. ზურგი აქციე მათ და მიენდე ალლაჰს. და კმარა მფარველად ალლაჰი!

    4:81
  6. أَفَلَا يَتَدَبَّرُونَ الْقُرْآنَ ۚ وَلَوْ كَانَ مِنْ عِنْدِ غَيْرِ اللَّهِ لَوَجَدُوا فِيهِ اخْتِلَافًا كَثِيرًا

    ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? და რომ ყოფილიყო ალლაჰის გარდა სხვა წიაღიდან მოვლენილი, მასში, უეჭველად, უამრავ გაუგებრობას იპოვიდნენ.

    4:82
  7. وَإِذَا جَاءَهُمْ أَمْرٌ مِنَ الْأَمْنِ أَوِ الْخَوْفِ أَذَاعُوا بِهِ ۖ وَلَوْ رَدُّوهُ إِلَى الرَّسُولِ وَإِلَىٰ أُولِي الْأَمْرِ مِنْهُمْ لَعَلِمَهُ الَّذِينَ يَسْتَنْبِطُونَهُ مِنْهُمْ ۗ وَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُ لَاتَّبَعْتُمُ الشَّيْطَانَ إِلَّا قَلِيلًا

    და როცა მათ ყურამდე აღწევს ცნობა მშვიდობისა თუ საშიშროებისა, ისინი მოსდებენ ამას ქვეყანას. და რომ ის (ამბავი) შუამავლისათვის ან თავიანთ თავკაცებისათვის ეცნობებინათ, რომელნიც დედაარსს გაანალიზებდნენ (და ყველასათვის რომ არ მოედოთ), მაშინ, უთუოდ, გაიგებდნენ მას. რომ არა ალლაჰის სიკეთე თქვენდამი და წყალობა მისი, უეჭველად, ეშმაკს გაყვებოდით თქვენ, მცირედის გამოკლებით.

    4:83
  8. فَقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ لَا تُكَلَّفُ إِلَّا نَفْسَكَ ۚ وَحَرِّضِ الْمُؤْمِنِينَ ۖ عَسَى اللَّهُ أَنْ يَكُفَّ بَأْسَ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ وَاللَّهُ أَشَدُّ بَأْسًا وَأَشَدُّ تَنْكِيلًا

    მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ თავისთავზე აგებ პასუხს და წაახალისე მორწმუნენი. ეგებ ალლაჰმა შეაკავოს ურწმუნოთა მრისხანება. რამეთუ ალლაჰი მძლეთამძლეა მრისხანებასა და სასჯელში!

    4:84
  9. مَنْ يَشْفَعْ شَفَاعَةً حَسَنَةً يَكُنْ لَهُ نَصِيبٌ مِنْهَا ۖ وَمَنْ يَشْفَعْ شَفَاعَةً سَيِّئَةً يَكُنْ لَهُ كِفْلٌ مِنْهَا ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ مُقِيتًا

    ვინც იშუამდგომლებს კეთილად, მას წილი ექნება მისგან, და ვინც იშუამდგომლებს ბოროტად, მას წილი ექნება მისგან. უეჭველად, ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!

    4:85
  10. وَإِذَا حُيِّيتُمْ بِتَحِيَّةٍ فَحَيُّوا بِأَحْسَنَ مِنْهَا أَوْ رُدُّوهَا ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ حَسِيبًا

    „და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან ისეთივე დაუბრუნეთ.“ უეჭველად, ალლაჰი ყველა საქციელზე პასუხს აგებინებს!

    4:86
  11. اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ ۗ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ اللَّهِ حَدِيثًا

    არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი - ალლაჰისა! უეჭველად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არ არის მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?!

    4:87

თარგმანი: რეზო მიქელაძე