სურა 4 ნისა, აიათი 71 – 76

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا خُذُوا حِذْرَكُمْ فَانْفِرُوا ثُبَاتٍ أَوِ انْفِرُوا جَمِيعًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! აისხით (აიღეთ) საომარი აღჭურვილობა (ხმალ-აბჯარი) თქვენი, და გადით საომრად ჯგუფებად ან გადით ერთობლივად!

    4:71
  2. وَإِنَّ مِنْكُمْ لَمَنْ لَيُبَطِّئَنَّ فَإِنْ أَصَابَتْكُمْ مُصِيبَةٌ قَالَ قَدْ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيَّ إِذْ لَمْ أَكُنْ مَعَهُمْ شَهِيدًا

    და უეჭველად, თქვენგან, ვინც წელი აითრიოს და რომ თქვენ უბედურება დაგატყდეთ, ამბობს: ალლაჰმა წყალობა გაიღო ჩემთვის, რომ არ ვიყავი მათთან ერთად.

    4:72
  3. وَلَئِنْ أَصَابَكُمْ فَضْلٌ مِنَ اللَّهِ لَيَقُولَنَّ كَأَنْ لَمْ تَكُنْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُ مَوَدَّةٌ يَا لَيْتَنِي كُنْتُ مَعَهُمْ فَأَفُوزَ فَوْزًا عَظِيمًا

    და თუ თქვენ სიკეთე გეწიათ ალლაჰისგან, უეჭველად, იტყვის ის, ვითომც არ იყო თქვენს შორის ნაცნობობა: ო, ნეტავ მეც ვყოფილიყავი მათ გვერდით, რომ უდიდესი წარმატება მრგებოდა წილად!

    4:73
  4. فَلْيُقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ الَّذِينَ يَشْرُونَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا بِالْآخِرَةِ ۚ وَمَنْ يُقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ فَيُقْتَلْ أَوْ يَغْلِبْ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا

    დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და შემდეგ დაიღუპოს (დაეცეს) ან გაიმარჯვოს, სულ მალე ჩვენ მას ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს!

    4:74
  5. وَمَا لَكُمْ لَا تُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَالْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ الرِّجَالِ وَالنِّسَاءِ وَالْوِلْدَانِ الَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا أَخْرِجْنَا مِنْ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ الظَّالِمِ أَهْلُهَا وَاجْعَلْ لَنَا مِنْ لَدُنْكَ وَلِيًّا وَاجْعَلْ لَنَا مِنْ لَدُنْكَ نَصِيرًا

    და რა გემართებათ თქვენ, რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან, რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!

    4:75
  6. الَّذِينَ آمَنُوا يُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَالَّذِينَ كَفَرُوا يُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ الطَّاغُوتِ فَقَاتِلُوا أَوْلِيَاءَ الشَّيْطَانِ ۖ إِنَّ كَيْدَ الشَّيْطَانِ كَانَ ضَعِيفًا

    რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს, უეჭველად, უძლურია მზაკვრობა ეშმაკისა!

    4:76

თარგმანი: რეზო მიქელაძე