სურა 4 ნისა, აიათი 172 – 176

  1. لَنْ يَسْتَنْكِفَ الْمَسِيحُ أَنْ يَكُونَ عَبْدًا لِلَّهِ وَلَا الْمَلَائِكَةُ الْمُقَرَّبُونَ ۚ وَمَنْ يَسْتَنْكِفْ عَنْ عِبَادَتِهِ وَيَسْتَكْبِرْ فَسَيَحْشُرُهُمْ إِلَيْهِ جَمِيعًا

    არასდროს ითაკილებს მესიჰი, რომ იყოს ალლაჰის მსახური და არც (ალლაჰთან) დაახლოებული ანგელოზები! და ვინც ითაკილებს მისდა მსახურებას და ქედმაღლობს, იმათ ყველას თავისთან შეკრებს იგი.

    4:172
  2. فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَيُوَفِّيهِمْ أُجُورَهُمْ وَيَزِيدُهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۖ وَأَمَّا الَّذِينَ اسْتَنْكَفُوا وَاسْتَكْبَرُوا فَيُعَذِّبُهُمْ عَذَابًا أَلِيمًا وَلَا يَجِدُونَ لَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, იმათ საზღაურს სრულად მიაგებს და მადლს თავისას გაუმრავლებს. და რომელთაც ითაკილეს და გაგოროზდნენ, მაშ, დასჯის მათ მწარე სასჯელით. და ისინი, ვერღა იპოვიან მათთვის ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს, გარდა ალლაჰისა.

    4:173
  3. يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمْ بُرْهَانٌ مِنْ رَبِّكُمْ وَأَنْزَلْنَا إِلَيْكُمْ نُورًا مُبِينًا

    ჰეი, ადამიანნო! თქვენ უკვე მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და მოგივლინეთ თქვენ ცხადი ნათელი.

    4:174
  4. فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَاعْتَصَمُوا بِهِ فَسَيُدْخِلُهُمْ فِي رَحْمَةٍ مِنْهُ وَفَضْلٍ وَيَهْدِيهِمْ إِلَيْهِ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا

    ასე, რომ რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მიეჯაჭვნენ მას, სულ მალე შეიყვანს მათ მისსავე წყალობასა და სიკეთეში და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე!

    4:175
  5. يَسْتَفْتُونَكَ قُلِ اللَّهُ يُفْتِيكُمْ فِي الْكَلَالَةِ ۚ إِنِ امْرُؤٌ هَلَكَ لَيْسَ لَهُ وَلَدٌ وَلَهُ أُخْتٌ فَلَهَا نِصْفُ مَا تَرَكَ ۚ وَهُوَ يَرِثُهَا إِنْ لَمْ يَكُنْ لَهَا وَلَدٌ ۚ فَإِنْ كَانَتَا اثْنَتَيْنِ فَلَهُمَا الثُّلُثَانِ مِمَّا تَرَكَ ۚ وَإِنْ كَانُوا إِخْوَةً رِجَالًا وَنِسَاءً فَلِلذَّكَرِ مِثْلُ حَظِّ الْأُنْثَيَيْنِ ۗ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ أَنْ تَضِلُّوا ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    შენგან სურთ განმარტება. თქვი შენ: „ალლაჰი განგიმარტავთ ქელალეთის შესახებ. თუ მოკვდება კაცი და მას არ დარჩება შვილი და დარჩება და, მაშინ მისია დანატოვარი ქონების ნახევარი და იგი (ძმა) ემემკვიდრება მას, თუკი მას არ დარჩა შვილი. თუ დები ორი არიან, მაშინ მათია დანატოვარის ორი მესამედი, და თუ და-ძმანი არიან, მაშინ მამაკაცს იმდენი წილი, რაც ორ ქალს.“ ალლაჰი განგიმარტავთ თქვენ, რათა გზას არ ასცდეთ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

    4:176

თარგმანი: რეზო მიქელაძე