სურა 4 ნისა, აიათი 15 – 22

  1. وَاللَّاتِي يَأْتِينَ الْفَاحِشَةَ مِنْ نِسَائِكُمْ فَاسْتَشْهِدُوا عَلَيْهِنَّ أَرْبَعَةً مِنْكُمْ ۖ فَإِنْ شَهِدُوا فَأَمْسِكُوهُنَّ فِي الْبُيُوتِ حَتَّىٰ يَتَوَفَّاهُنَّ الْمَوْتُ أَوْ يَجْعَلَ اللَّهُ لَهُنَّ سَبِيلًا

    და რომელთაც იმრუშონ თქვენი ქალებიდან, მოწმენი წარადგინეთ თქვენგან ოთხი მათ წინაშე და თუ ისინი დაამოწმებენ, ჩაკეტეთ ცოლები სახლში, სანამ სიკვდილი არ წაიყვანს მათ ან სანამ ალლაჰი სხვა გზას არ დაადგენს!

    4:15
  2. وَاللَّذَانِ يَأْتِيَانِهَا مِنْكُمْ فَآذُوهُمَا ۖ فَإِنْ تَابَا وَأَصْلَحَا فَأَعْرِضُوا عَنْهُمَا ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ تَوَّابًا رَحِيمًا

    და თქვენგან ის ორი, ვინც ამას (მრუშობას) ჩაიდენს, დასაჯეთ. თუ მოინანიებენ და გამოასწორებენ (თავიანთ საქმეს), თავი დაანებეთ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია (ვინც მოინანიებს), მწყალობელია.

    4:16
  3. إِنَّمَا التَّوْبَةُ عَلَى اللَّهِ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ يَتُوبُونَ مِنْ قَرِيبٍ فَأُولَٰئِكَ يَتُوبُ اللَّهُ عَلَيْهِمْ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا

    ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით უკეთურობას სჩადის და მერე მაშინვე ინანიებს, სწორედ ასეთებს შეუნდობს ალლაჰი. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    4:17
  4. وَلَيْسَتِ التَّوْبَةُ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ حَتَّىٰ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ إِنِّي تُبْتُ الْآنَ وَلَا الَّذِينَ يَمُوتُونَ وَهُمْ كُفَّارٌ ۚ أُولَٰئِكَ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا

    და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.

    4:18
  5. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا يَحِلُّ لَكُمْ أَنْ تَرِثُوا النِّسَاءَ كَرْهًا ۖ وَلَا تَعْضُلُوهُنَّ لِتَذْهَبُوا بِبَعْضِ مَا آتَيْتُمُوهُنَّ إِلَّا أَنْ يَأْتِينَ بِفَاحِشَةٍ مُبَيِّنَةٍ ۚ وَعَاشِرُوهُنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ فَإِنْ كَرِهْتُمُوهُنَّ فَعَسَىٰ أَنْ تَكْرَهُوا شَيْئًا وَيَجْعَلَ اللَّهُ فِيهِ خَيْرًا كَثِيرًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნებადართული არა გაქვთ, ძალით აიღოთ მემკვიდრეობაში ქალები. ან შეავიწროოთ იმისათვის, რომ წაართვათ, რაც მიგიციათ მათთვის, გარდა თუ არ ჩაუდენიათ მათ აშკარა მრუშობა. მოეპყარით მათ ღირსეულად. თუ თქვენ ისინი გძულთ, იქნებ გძულდეთ რამე, ალლაჰს კი დიდი სიკეთე ჩაედოს მასში!

    4:19
  6. وَإِنْ أَرَدْتُمُ اسْتِبْدَالَ زَوْجٍ مَكَانَ زَوْجٍ وَآتَيْتُمْ إِحْدَاهُنَّ قِنْطَارًا فَلَا تَأْخُذُوا مِنْهُ شَيْئًا ۚ أَتَأْخُذُونَهُ بُهْتَانًا وَإِثْمًا مُبِينًا

    და თუ მოიწადინებთ მეუღლეზე განქორწინებას და სანაცვლოდ სხვა ქალის შერთვას, და გქონდათ მიცემული რომელიმე მათგანზე (მიჰრი, ურვადი) თუნდაც დიდი რაოდენობით, უკან არ გამოართვათ არაფერი. ნუთუ ცილისწამებით წაართმევთ მას (ურვადს) და აშკარად შესცოდებთ?

    4:20
  7. وَكَيْفَ تَأْخُذُونَهُ وَقَدْ أَفْضَىٰ بَعْضُكُمْ إِلَىٰ بَعْضٍ وَأَخَذْنَ مِنْكُمْ مِيثَاقًا غَلِيظًا

    და როგორ წაართმევთ ურვადს, როცა თქვენ უკვე შერწყმულ იყავით ერთმანეთთან და მათ თქვენგან მტკიცე პირობა მიიღეს?

    4:21
  8. وَلَا تَنْكِحُوا مَا نَكَحَ آبَاؤُكُمْ مِنَ النِّسَاءِ إِلَّا مَا قَدْ سَلَفَ ۚ إِنَّهُ كَانَ فَاحِشَةً وَمَقْتًا وَسَاءَ سَبِيلًا

    და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენი მამების ცოლები იყვნენ, გარდა, როგორც წარსულში მოხდა. უეჭველად, ეგ სიბილწე და სისაძაგლე იყო. და გზა ცუდი!

    4:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე