სურა 4 ნისა, აიათი 113 – 115

  1. وَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكَ وَرَحْمَتُهُ لَهَمَّتْ طَائِفَةٌ مِنْهُمْ أَنْ يُضِلُّوكَ وَمَا يُضِلُّونَ إِلَّا أَنْفُسَهُمْ ۖ وَمَا يَضُرُّونَكَ مِنْ شَيْءٍ ۚ وَأَنْزَلَ اللَّهُ عَلَيْكَ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَعَلَّمَكَ مَا لَمْ تَكُنْ تَعْلَمُ ۚ وَكَانَ فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكَ عَظِيمًا

    და ალლაჰის მადლი რომ არა და წყალობა მისი შენზე, ერთი ჯგუფი მათგან ყველაფერს იღონებდა, რომ გზას აეცდინე შენ. მაგრამ ვერავის ააცდენენ ეგენი გზას, საკუთარი თავის გარდა, და ვერ გავნებენ ვერაფერს. და ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი და სიბრძნე და შეგასწავლა ის, რაც არ იცოდი. და ალლაჰის მადლი უდიდესია შენდა!

    4:113
  2. لَا خَيْرَ فِي كَثِيرٍ مِنْ نَجْوَاهُمْ إِلَّا مَنْ أَمَرَ بِصَدَقَةٍ أَوْ مَعْرُوفٍ أَوْ إِصْلَاحٍ بَيْنَ النَّاسِ ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ ابْتِغَاءَ مَرْضَاتِ اللَّهِ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا

    არ არის სიკეთე მათ მრავალგზის საიდუმლო თათბირობებში, გარდა იმისა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან კეთილი საქმე, ან შერიგება ადამიანებს შორის, და ვინც ალლაჰისაგან კეთილმოწყალების სურვილით იქმს ამას, მაშ, მივაგებთ მას უდიდეს ჯილდოს!

    4:114
  3. وَمَنْ يُشَاقِقِ الرَّسُولَ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ الْهُدَىٰ وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ الْمُؤْمِنِينَ نُوَلِّهِ مَا تَوَلَّىٰ وَنُصْلِهِ جَهَنَّمَ ۖ وَسَاءَتْ مَصِيرًا

    და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაქცევთ მას, საითკენაც შეტრიალდა და შევუნთებთ მას ჯოჯოხეთში. და რა საზიზღარია ეს მისაქციელი!

    4:115

თარგმანი: რეზო მიქელაძე