სურა 4 ნისა, აიათი 101 – 104
-
وَإِذَا ضَرَبْتُمْ فِي الْأَرْضِ فَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَنْ تَقْصُرُوا مِنَ الصَّلَاةِ إِنْ خِفْتُمْ أَنْ يَفْتِنَكُمُ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ إِنَّ الْكَافِرِينَ كَانُوا لَكُمْ عَدُوًّا مُبِينًا
და როცა მოგზაურობთ ამ მიწაზე, ცოდვად არ გეთვლებათ, თუ ლოცვას შეამოკლებთ, თუკი შიშობთ, რომ რაიმეს გავნებენ ისინი, რომელნიც ურწმუნონი არიან. უეჭველად, ურწმუნონი აშკარა მტრები არიან თქვენდამი!
4:101 -
وَإِذَا كُنْتَ فِيهِمْ فَأَقَمْتَ لَهُمُ الصَّلَاةَ فَلْتَقُمْ طَائِفَةٌ مِنْهُمْ مَعَكَ وَلْيَأْخُذُوا أَسْلِحَتَهُمْ فَإِذَا سَجَدُوا فَلْيَكُونُوا مِنْ وَرَائِكُمْ وَلْتَأْتِ طَائِفَةٌ أُخْرَىٰ لَمْ يُصَلُّوا فَلْيُصَلُّوا مَعَكَ وَلْيَأْخُذُوا حِذْرَهُمْ وَأَسْلِحَتَهُمْ ۗ وَدَّ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْ تَغْفُلُونَ عَنْ أَسْلِحَتِكُمْ وَأَمْتِعَتِكُمْ فَيَمِيلُونَ عَلَيْكُمْ مَيْلَةً وَاحِدَةً ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِنْ كَانَ بِكُمْ أَذًى مِنْ مَطَرٍ أَوْ كُنْتُمْ مَرْضَىٰ أَنْ تَضَعُوا أَسْلِحَتَكُمْ ۖ وَخُذُوا حِذْرَكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ أَعَدَّ لِلْكَافِرِينَ عَذَابًا مُهِينًا
და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ და წარმართავ მათ ლოცვით, შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენ უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა. მაგრამ ფრთხილად იყვნენ და იარაღი ჰქონდეთ თან. ვინც ურწმუნოა, ნატრობს უგულისყუროდ დატოვოთ იარაღი და აღჭურვილობა, რომ მოულოდნელად დაგესხან თავს. ცოდვად არ გეთვლებათ, თუ იარაღს განზე გადადებთ წვიმით შეწუხებულნი ან ავად მყოფნი. და იყავით ფხიზლად! უეჭველად, ალლაჰმა გაუმზადა ურწმუნოებს სასჯელი დამამცირებელი!
4:102 -
فَإِذَا قَضَيْتُمُ الصَّلَاةَ فَاذْكُرُوا اللَّهَ قِيَامًا وَقُعُودًا وَعَلَىٰ جُنُوبِكُمْ ۚ فَإِذَا اطْمَأْنَنْتُمْ فَأَقِيمُوا الصَّلَاةَ ۚ إِنَّ الصَّلَاةَ كَانَتْ عَلَى الْمُؤْمِنِينَ كِتَابًا مَوْقُوتًا
და როცა ლოცვა დაასრულოთ, „ფეხზე მდგომებმა, მჯდომარემ ან მწოლიარემ, მუდმივად განადიდეთ ალლაჰი“. და როცა უსაფრთხოდ იქნებით, ლოცვა აღასრულეთ სრულად. უეჭველად, მორწმუნეებისთვის ლოცვა დადგენილია განსაზღვრულ დროს.
4:103 -
وَلَا تَهِنُوا فِي ابْتِغَاءِ الْقَوْمِ ۖ إِنْ تَكُونُوا تَأْلَمُونَ فَإِنَّهُمْ يَأْلَمُونَ كَمَا تَأْلَمُونَ ۖ وَتَرْجُونَ مِنَ اللَّهِ مَا لَا يَرْجُونَ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
არ გამოიჩინოთ სისუსტე ხალხის დევნაში. და თუ თქვენ იტანჯებით, უეჭველად, იტანჯებიან ისინიც, როგორც თქვენ იტანჯებით, და თქვენ ალლაჰისგან იმის იმედი გაქვთ, რისი იმედიც მათ არ გააჩნიათ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
4:104
თარგმანი: რეზო მიქელაძე