სურა 4 ნისა, აიათი 1 – 5
-
يَا أَيُّهَا النَّاسُ اتَّقُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ نَفْسٍ وَاحِدَةٍ وَخَلَقَ مِنْهَا زَوْجَهَا وَبَثَّ مِنْهُمَا رِجَالًا كَثِيرًا وَنِسَاءً ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي تَسَاءَلُونَ بِهِ وَالْأَرْحَامَ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلَيْكُمْ رَقِيبًا
ჰეი, ადამიანნო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მეწყვილე (მეუღლე) მისი, ხოლო მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰისა, ვისითაც ურთიერთობთ ერთმანეთს შორის და გაუფრთხილდით ნათესაურ კავშირებს. უეჭველად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!
4:1 -
وَآتُوا الْيَتَامَىٰ أَمْوَالَهُمْ ۖ وَلَا تَتَبَدَّلُوا الْخَبِيثَ بِالطَّيِّبِ ۖ وَلَا تَأْكُلُوا أَمْوَالَهُمْ إِلَىٰ أَمْوَالِكُمْ ۚ إِنَّهُ كَانَ حُوبًا كَبِيرًا
მიეცით ობლებს მათი ქონება და ნუ გაცვლით ცუდს კარგში. და ნუ გალევთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად. უეჭველად, ეს შეცოდებაა დიდი!
4:2 -
وَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا تُقْسِطُوا فِي الْيَتَامَىٰ فَانْكِحُوا مَا طَابَ لَكُمْ مِنَ النِّسَاءِ مَثْنَىٰ وَثُلَاثَ وَرُبَاعَ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا تَعْدِلُوا فَوَاحِدَةً أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ ۚ ذَٰلِكَ أَدْنَىٰ أَلَّا تَعُولُوا
და თუ შიშობთ, რომ სამართლიანად ვერ მოექცევით ობლებს, დაქორწინდით სხვა ქალთაგან იმათზე, ვინც მოგწონთ - ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშინიათ, რომ ვერ გაატარებთ მათ შორისაც სამართალს, იქორწინეთ ერთზე ან ვინც თქვენს ხელთ ქვეშ გყავთ. სწორედ, ესაა უფრო ახლოს იმასთან, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ.
4:3 -
وَآتُوا النِّسَاءَ صَدُقَاتِهِنَّ نِحْلَةً ۚ فَإِنْ طِبْنَ لَكُمْ عَنْ شَيْءٍ مِنْهُ نَفْسًا فَكُلُوهُ هَنِيئًا مَرِيئًا
და კეთილშობილურად მიეცით ქალებს ურვადი. ხოლო თუ ისინი თავიანთი სურვილით დაგითმობენ იქიდან (ურვადიდან) რამეს, მოიხმარეთ შერგებულად, ტკბილად.
4:4 -
وَلَا تُؤْتُوا السُّفَهَاءَ أَمْوَالَكُمُ الَّتِي جَعَلَ اللَّهُ لَكُمْ قِيَامًا وَارْزُقُوهُمْ فِيهَا وَاكْسُوهُمْ وَقُولُوا لَهُمْ قَوْلًا مَعْرُوفًا
და არ მისცეთ ვისაც არ ძალუძს განკარგვა მათი ქონების, რომელიც ალლაჰმა სამეურვეოდ განგიწესათ თქვენ. გამოკვებეთ და შემოსეთ ამით და უთხარით მათ სიტყვა წესისამებრ.
4:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე