სურა 46 აჰყაფი, აიათი 24 – 25
-
فَلَمَّا رَأَوْهُ عَارِضًا مُسْتَقْبِلَ أَوْدِيَتِهِمْ قَالُوا هَٰذَا عَارِضٌ مُمْطِرُنَا ۚ بَلْ هُوَ مَا اسْتَعْجَلْتُمْ بِهِ ۖ رِيحٌ فِيهَا عَذَابٌ أَلِيمٌ
და როცა დაინახეს იგი ღრუბლის სახით, მიმართული თავიანთი ხეობისკენ, თქვეს: „ეს არის ღრუბელი, რომელიც წვიმას მოგვიტანს.“ არამც და არამც! იგი ისაა, რასაც აჩქარებდით: ქარი, რომელშიც სასჯელია მწარე.
46:24 -
تُدَمِّرُ كُلَّ شَيْءٍ بِأَمْرِ رَبِّهَا فَأَصْبَحُوا لَا يُرَىٰ إِلَّا مَسَاكِنُهُمْ ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الْقَوْمَ الْمُجْرِمِينَ
გაანადგურებს ყველაფერს ბრძანებითა ღმერთისა თვისა. ამრიგად, დილით ყველაფერი უხილავი შეიქმნა, გარდა სახლთა მათთა. აი, ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.
46:25
თარგმანი: რეზო მიქელაძე