სურა 46 აჰყაფი, აიათი 21 – 23
-
وَاذْكُرْ أَخَا عَادٍ إِذْ أَنْذَرَ قَوْمَهُ بِالْأَحْقَافِ وَقَدْ خَلَتِ النُّذُرُ مِنْ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ
და გაიხსენე ადიელების ძმა. აკი, შეაგონა თავისი ხალხი აჰყაფიდან, როცა უკვე განვლეს შემგონებლებმა მის უწინ და მის შემდგომაც: „რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰის! უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა!“
46:21 -
قَالُوا أَجِئْتَنَا لِتَأْفِكَنَا عَنْ آلِهَتِنَا فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
უთხრეს: „განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ დაგვაშორო ჩვენს ღვთაებებს? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!“
46:22 -
قَالَ إِنَّمَا الْعِلْمُ عِنْدَ اللَّهِ وَأُبَلِّغُكُمْ مَا أُرْسِلْتُ بِهِ وَلَٰكِنِّي أَرَاكُمْ قَوْمًا تَجْهَلُونَ
უთხრა: „იმის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია, მე კი გამცნობ იმას, რითიც წარმოვიგზავნე. მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად!“
46:23
თარგმანი: რეზო მიქელაძე