სურა 45 ჯასიე, აიათი 22 – 26

  1. وَخَلَقَ اللَّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ وَلِتُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    და გააჩინა ალლაჰმა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღოს ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი.

    45:22
  2. أَفَرَأَيْتَ مَنِ اتَّخَذَ إِلَٰهَهُ هَوَاهُ وَأَضَلَّهُ اللَّهُ عَلَىٰ عِلْمٍ وَخَتَمَ عَلَىٰ سَمْعِهِ وَقَلْبِهِ وَجَعَلَ عَلَىٰ بَصَرِهِ غِشَاوَةً فَمَنْ يَهْدِيهِ مِنْ بَعْدِ اللَّهِ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ

    განა არ გინახავს ის, ვინც დაიდგინა ღვთაებად თავისი ვნება? ცოდნის მიუხედავად აცდუნა ალლაჰმა იგი, და დაასვა ბეჭედი თვისა სასმენელსა ზედა და თვისა გულსა და დაუდგინა თვალსა საფარველი. მაშ, ვინღა დაადგენს მას ჭეშმარიტ გზაზე შემდგომ ალლაჰისა? ნუთუ არღა დაფიქრდებით?!

    45:23
  3. وَقَالُوا مَا هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا الدُّنْيَا نَمُوتُ وَنَحْيَا وَمَا يُهْلِكُنَا إِلَّا الدَّهْرُ ۚ وَمَا لَهُمْ بِذَٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَظُنُّونَ

    და თქვეს: „იგი მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებაა. ვკვდებით და ვცოცხლობთ, რამეთუ არაფერი დაგვღუპავს ჩვენ, გარდა დროისა.“ ამის თაობაზე მათ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ვარაუდობენ.

    45:24
  4. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ مَا كَانَ حُجَّتَهُمْ إِلَّا أَنْ قَالُوا ائْتُوا بِآبَائِنَا إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, არაფერი იყო მათი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც თქვეს: „მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი თქვენ ხართ მართალნი!“

    45:25
  5. قُلِ اللَّهُ يُحْيِيكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يَجْمَعُكُمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    უთხარი: „ალლაჰი გაცოცხლებთ, მერე მოგაკვდინებთ, მერე შეგკრებთ აღდგომის დღისთვის, რომელშიც არ არსებობს ეჭვი.“ მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.

    45:26

თარგმანი: რეზო მიქელაძე