სურა 45 ჯასიე, აიათი 1 – 6

  1. حم

    ჰა. მიმ.

    45:1
  2. تَنْزِيلُ الْكِتَابِ مِنَ اللَّهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ

    ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.

    45:2
  3. إِنَّ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ لَآيَاتٍ لِلْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სასწაულებია მორწმუნეთათვის.

    45:3
  4. وَفِي خَلْقِكُمْ وَمَا يَبُثُّ مِنْ دَابَّةٍ آيَاتٌ لِقَوْمٍ يُوقِنُونَ

    თქვენს გაჩენასა და იმაში, რაც მიმოასახლა ცოცხალი არსებებისგან, სასწაულებია იმ ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვის.

    45:4
  5. وَاخْتِلَافِ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَمَا أَنْزَلَ اللَّهُ مِنَ السَّمَاءِ مِنْ رِزْقٍ فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا وَتَصْرِيفِ الرِّيَاحِ آيَاتٌ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ

    ღამისა და დღის ცვლაში და მასში, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა ზეციდან სარჩოდ, რისი მეშვეობითაც გააცოცხლა მიწა სიკვდილის მერე, ასევე ქართა მონაცვლეობაში სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.

    45:5
  6. تِلْكَ آيَاتُ اللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِالْحَقِّ ۖ فَبِأَيِّ حَدِيثٍ بَعْدَ اللَّهِ وَآيَاتِهِ يُؤْمِنُونَ

    აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ. მაშ, ისინი ალლაჰის აიათების შემდგომ სხვა სიტყვას ირწმუნებენ?

    45:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე