სურა 45 ჯასიე, აიათი 1 – 11
-
حم
ჰა. მიმ.
45:1 -
تَنْزِيلُ الْكِتَابِ مِنَ اللَّهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ
ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
45:2 -
إِنَّ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ لَآيَاتٍ لِلْمُؤْمِنِينَ
უეჭველად, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სასწაულებია მორწმუნეთათვის.
45:3 -
وَفِي خَلْقِكُمْ وَمَا يَبُثُّ مِنْ دَابَّةٍ آيَاتٌ لِقَوْمٍ يُوقِنُونَ
თქვენს გაჩენასა და იმაში, რაც მიმოასახლა ცოცხალი არსებებისგან, სასწაულებია იმ ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვის.
45:4 -
وَاخْتِلَافِ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَمَا أَنْزَلَ اللَّهُ مِنَ السَّمَاءِ مِنْ رِزْقٍ فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا وَتَصْرِيفِ الرِّيَاحِ آيَاتٌ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
ღამისა და დღის ცვლაში და მასში, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა ზეციდან სარჩოდ, რისი მეშვეობითაც გააცოცხლა მიწა სიკვდილის მერე, ასევე ქართა მონაცვლეობაში სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.
45:5 -
تِلْكَ آيَاتُ اللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِالْحَقِّ ۖ فَبِأَيِّ حَدِيثٍ بَعْدَ اللَّهِ وَآيَاتِهِ يُؤْمِنُونَ
აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ. მაშ, ისინი ალლაჰის აიათების შემდგომ სხვა სიტყვას ირწმუნებენ?
45:6 -
وَيْلٌ لِكُلِّ أَفَّاكٍ أَثِيمٍ
ვაი, ყოველ ცრუ ცოდვილს!
45:7 -
يَسْمَعُ آيَاتِ اللَّهِ تُتْلَىٰ عَلَيْهِ ثُمَّ يُصِرُّ مُسْتَكْبِرًا كَأَنْ لَمْ يَسْمَعْهَا ۖ فَبَشِّرْهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍ
ისმენს ალლაჰის აიათებს, რომელიც ეკითხება, მერე გამედიდურებული დაიჟინებს თავისას, თითქოს არც კი გაეგონოს იგი. მაშ, ამცნე მას სასჯელი მწარე!
45:8 -
وَإِذَا عَلِمَ مِنْ آيَاتِنَا شَيْئًا اتَّخَذَهَا هُزُوًا ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ
და როცა გაიგებს რამეს ჩვენი აიათებიდან, აბუჩად იგდებს მას. სწორედ მათთვისაა, სამარცხვინო სასჯელი.
45:9 -
مِنْ وَرَائِهِمْ جَهَنَّمُ ۖ وَلَا يُغْنِي عَنْهُمْ مَا كَسَبُوا شَيْئًا وَلَا مَا اتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ أَوْلِيَاءَ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
და მათ უკან ჯოჯოხეთია. და ვერ იხსნის მათ ის, რაც მოიხვეჭეს და ვერც ის, რაც დაიდგინეს მოყვასად ალლაჰის მაგიერ. და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი.
45:10 -
هَٰذَا هُدًى ۖ وَالَّذِينَ كَفَرُوا بِآيَاتِ رَبِّهِمْ لَهُمْ عَذَابٌ مِنْ رِجْزٍ أَلِيمٌ
ესაა ჭეშმარიტი გზა. ხოლო რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, მწარე!
45:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე