სურა 44 დუჰანი, აიათი 15 – 36

  1. إِنَّا كَاشِفُو الْعَذَابِ قَلِيلًا ۚ إِنَّكُمْ عَائِدُونَ

    ჩვენ სასჯელი რომ აგაცილოთ მცირე ხნით, უეჭველად, თქვენ დაუბრუნდებით.

    44:15
  2. يَوْمَ نَبْطِشُ الْبَطْشَةَ الْكُبْرَىٰ إِنَّا مُنْتَقِمُونَ

    იმ დღეს შევიპყრობთ მკაცრი შეპყრობით. უეჭველად, მივუზღავთ ჩვენ!

    44:16
  3. وَلَقَدْ فَتَنَّا قَبْلَهُمْ قَوْمَ فِرْعَوْنَ وَجَاءَهُمْ رَسُولٌ كَرِيمٌ

    და ვფიცავ, გამოვცადეთ მათზე უწინ ხალხი ფარაონისა. და მივიდა მათთან ღირსეული შუამავალი:

    44:17
  4. أَنْ أَدُّوا إِلَيَّ عِبَادَ اللَّهِ ۖ إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ

    „წარმოგზავნეთ ჩემთან ერთად ალლაჰის მსახურნი. უეჭველად, სანდო შუამავალი ვარ თქვენთვის.

    44:18
  5. وَأَنْ لَا تَعْلُوا عَلَى اللَّهِ ۖ إِنِّي آتِيكُمْ بِسُلْطَانٍ مُبِينٍ

    და არ გამედიდურდეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ მე თქვენთან მოვდივარ ცხადი მტკიცებებით.

    44:19
  6. وَإِنِّي عُذْتُ بِرَبِّي وَرَبِّكُمْ أَنْ تَرْجُمُونِ

    და უეჭველად, მე მივეკედლე ჩაქოლვილისგან ღმერთს ჩემსას და თქვენსას.

    44:20
  7. وَإِنْ لَمْ تُؤْمِنُوا لِي فَاعْتَزِلُونِ

    და თუ არ გჯერათ ჩემი, განმეშორეთ!“

    44:21
  8. فَدَعَا رَبَّهُ أَنَّ هَٰؤُلَاءِ قَوْمٌ مُجْرِمُونَ

    მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „რომ ესენი ცოდვილნი ხალხი არიან!“

    44:22
  9. فَأَسْرِ بِعِبَادِي لَيْلًا إِنَّكُمْ مُتَّبَعُونَ

    „მაშ, გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად ღამით, რამეთუ უკან დაგედევნებიან!

    44:23
  10. وَاتْرُكِ الْبَحْرَ رَهْوًا ۖ إِنَّهُمْ جُنْدٌ مُغْرَقُونَ

    და დატოვე ზღვა გახსნილად. უეჭველად, ეგ ლაშქარი დასახრჩობია.“

    44:24
  11. كَمْ تَرَكُوا مِنْ جَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    რამდენი ბაღნი და წყაროს თვალნი დატოვეს,

    44:25
  12. وَزُرُوعٍ وَمَقَامٍ كَرِيمٍ

    ნათესები და დიდებული ადგილსამყოფელნი

    44:26
  13. وَنَعْمَةٍ كَانُوا فِيهَا فَاكِهِينَ

    და სიკეთენი, რომელშიც ტკბებოდნენ!

    44:27
  14. كَذَٰلِكَ ۖ وَأَوْرَثْنَاهَا قَوْمًا آخَرِينَ

    აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი სხვა ხალხს.

    44:28
  15. فَمَا بَكَتْ عَلَيْهِمُ السَّمَاءُ وَالْأَرْضُ وَمَا كَانُوا مُنْظَرِينَ

    და არ უტირია მათზე ზეცას და ქვეყანას, და არც გადაუვადდათ.

    44:29
  16. وَلَقَدْ نَجَّيْنَا بَنِي إِسْرَائِيلَ مِنَ الْعَذَابِ الْمُهِينِ

    და ვფიცავ, ჩვენ ვიხსენით ისრაილის ძენი მუხანათური სასჯელისაგან-

    44:30
  17. مِنْ فِرْعَوْنَ ۚ إِنَّهُ كَانَ عَالِيًا مِنَ الْمُسْرِفِينَ

    ფარაონისგან. უეჭველად, იგი თვიმპყრობელი ზღვარგადასულთაგანი იყო.

    44:31
  18. وَلَقَدِ اخْتَرْنَاهُمْ عَلَىٰ عِلْمٍ عَلَى الْعَالَمِينَ

    და ვფიცავ, მაშინ ისინი განგებ ამოვარჩიეთ სამყაროთა ზედა.

    44:32
  19. وَآتَيْنَاهُمْ مِنَ الْآيَاتِ مَا فِيهِ بَلَاءٌ مُبِينٌ

    და ვუბოძეთ მათ სასწაულთაგან, რაშიც იყო ცხადი გამოცდა.

    44:33
  20. إِنَّ هَٰؤُلَاءِ لَيَقُولُونَ

    ისინი უსათუოდ იტყვიან:

    44:34
  21. إِنْ هِيَ إِلَّا مَوْتَتُنَا الْأُولَىٰ وَمَا نَحْنُ بِمُنْشَرِينَ

    „არ იქნება სხვა სიკვდილი, გარდა პირველისა და ჩვენ არ ვიქნებით აღმოცენებულნი.

    44:35
  22. فَأْتُوا بِآبَائِنَا إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    მაშ, მოგვიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი ხართ მართალნი!“

    44:36

თარგმანი: რეზო მიქელაძე