სურა 43 ზუჰრუფი
-
قُلْ إِنْ كَانَ لِلرَّحْمَٰنِ وَلَدٌ فَأَنَا أَوَّلُ الْعَابِدِينَ
უთხარი: „რომ ჰყოლოდა მოწყალეს ძე, მაშინ მე პირველი ვცემდი თაყვანს.“
43:81 -
سُبْحَانَ رَبِّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ رَبِّ الْعَرْشِ عَمَّا يَصِفُونَ
დიდება ცათა და ქვეყნის ღმერთს, ტახტრევნის მეუფეს! შორსაა იგი იმისგან, რასაც სწამებენ.
43:82 -
فَذَرْهُمْ يَخُوضُوا وَيَلْعَبُوا حَتَّىٰ يُلَاقُوا يَوْمَهُمُ الَّذِي يُوعَدُونَ
მაშ, თავი ანებე მათ, ჩაიძირონ ამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ.
43:83 -
وَهُوَ الَّذِي فِي السَّمَاءِ إِلَٰهٌ وَفِي الْأَرْضِ إِلَٰهٌ ۚ وَهُوَ الْحَكِيمُ الْعَلِيمُ
და იგია, რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!
43:84 -
وَتَبَارَكَ الَّذِي لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَعِنْدَهُ عِلْمُ السَّاعَةِ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
რაოდენ დიადია იგი, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. მის წიაღშია საათის ცოდნა და თქვენ მასთან მიიქცევით.
43:85 -
وَلَا يَمْلِكُ الَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ الشَّفَاعَةَ إِلَّا مَنْ شَهِدَ بِالْحَقِّ وَهُمْ يَعْلَمُونَ
და არ ძალუძთ, რომელთაც მოუხმობენ გარეშე მისა, შუამდგომლობა, გარდა ვინც დაამოწმა ჭეშმარიტება. და ისინი უწყიან.
43:86 -
وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ خَلَقَهُمْ لَيَقُولُنَّ اللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ يُؤْفَكُونَ
და თუ ჰკითხავთ მათ: ვინ გააჩინა ისინი, უთუოდ გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?!
43:87 -
وَقِيلِهِ يَا رَبِّ إِنَّ هَٰؤُلَاءِ قَوْمٌ لَا يُؤْمِنُونَ
ვფიცავ, უბნობას თვისა: „ო, ღმერთო ჩემო! უეჭველად, ესენი ურწმუნო ხალხი არიან!“
43:88 -
فَاصْفَحْ عَنْهُمْ وَقُلْ سَلَامٌ ۚ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ
მაშ, მოცილდი მათ და თქვი: „მშვიდობა!“ მალე შეიტყობენ!
43:89
თარგმანი: რეზო მიქელაძე