სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 74 – 78
-
إِنَّ الْمُجْرِمِينَ فِي عَذَابِ جَهَنَّمَ خَالِدُونَ
უეჭველად, ცოდვილნი ჯოჯოხეთის ტანჯვაში მარადიულნი იქნებიან.
43:74 -
لَا يُفَتَّرُ عَنْهُمْ وَهُمْ فِيهِ مُبْلِسُونَ
არასოდეს შემსუბუქდება მათი სასჯელი და ისინი მასში სასოწარკვეთილნი იქნებიან.
43:75 -
وَمَا ظَلَمْنَاهُمْ وَلَٰكِنْ كَانُوا هُمُ الظَّالِمِينَ
და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ, მაგრამ ისინი თავად იყვნენ უსამართლონი.
43:76 -
وَنَادَوْا يَا مَالِكُ لِيَقْضِ عَلَيْنَا رَبُّكَ ۖ قَالَ إِنَّكُمْ مَاكِثُونَ
და გასძახებენ: „ჰეი, მალიქ (ჯოჯოხეთის მცველო)! დაე, შენმა ღმერთმა აღგვასრულოს!“ უპასუხებს: „უეჭველად, თქვენ მარად დარჩებით!“
43:77 -
لَقَدْ جِئْنَاكُمْ بِالْحَقِّ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَكُمْ لِلْحَقِّ كَارِهُونَ
ვფიცავ, მოვედით ჭეშმარიტებით, მაგრამ გძაგთ ჭეშმარიტება უმრავლესობას!
43:78
თარგმანი: რეზო მიქელაძე