სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 57 – 67

  1. وَلَمَّا ضُرِبَ ابْنُ مَرْيَمَ مَثَلًا إِذَا قَوْمُكَ مِنْهُ يَصِدُّونَ

    და როცა დადგენილ იქნა ძე მარიამისა მაგალითად, მაშინ შენი ხალხი სიხარულით ყიჟინებდნენ.

    43:57
  2. وَقَالُوا أَآلِهَتُنَا خَيْرٌ أَمْ هُوَ ۚ مَا ضَرَبُوهُ لَكَ إِلَّا جَدَلًا ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ خَصِمُونَ

    და თქვეს: „განა ჩვენი ღვთაებები უფრო უკეთესი არიან თუ იგი? არ მოუყვანიათ იგი შენთვის მაგალითად, თუ არა საკამათოდ. არა, ეგენი მავნებელი ხალხი არიან!

    43:58
  3. إِنْ هُوَ إِلَّا عَبْدٌ أَنْعَمْنَا عَلَيْهِ وَجَعَلْنَاهُ مَثَلًا لِبَنِي إِسْرَائِيلَ

    იგი მსახურია მხოლოდ, რომელზეც წყალობა მოვიღეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის.

    43:59
  4. وَلَوْ نَشَاءُ لَجَعَلْنَا مِنْكُمْ مَلَائِكَةً فِي الْأَرْضِ يَخْلُفُونَ

    და რომ გვენება, უეჭველად, დავადგენდით თქვენს ნაცვლად ანგელოზებს, რომელნიც იმემკვიდრებდნენ.

    43:60
  5. وَإِنَّهُ لَعِلْمٌ لِلسَّاعَةِ فَلَا تَمْتَرُنَّ بِهَا وَاتَّبِعُونِ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    და უეჭველად, იგი ერთგვარი ცოდნაა იმ საათისთვის. მაშ, ეჭვი არ გაგიჩნდეთ მის მიმართ. და მომყევით მე! ესაა ჭეშმარიტი გზა.

    43:61
  6. وَلَا يَصُدَّنَّكُمُ الشَّيْطَانُ ۖ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ

    დაე, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.

    43:62
  7. وَلَمَّا جَاءَ عِيسَىٰ بِالْبَيِّنَاتِ قَالَ قَدْ جِئْتُكُمْ بِالْحِكْمَةِ وَلِأُبَيِّنَ لَكُمْ بَعْضَ الَّذِي تَخْتَلِفُونَ فِيهِ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    და როცა მოვიდა ღისა ცხადი მტკიცებულებებით, თქვა: მოვედი თქვენთან სიბრძნით, რომ განვმარტო თქვენთვის ზოგი რამ, რომლის თაობაზეც დაობდით. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე!

    43:63
  8. إِنَّ اللَّهَ هُوَ رَبِّي وَرَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    უეჭველად, ალლაჰი იგი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას. სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“

    43:64
  9. فَاخْتَلَفَ الْأَحْزَابُ مِنْ بَيْنِهِمْ ۖ فَوَيْلٌ لِلَّذِينَ ظَلَمُوا مِنْ عَذَابِ يَوْمٍ أَلِيمٍ

    ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ. ვაი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მწარე სასჯელით აღსავსე დღეს!

    43:65
  10. هَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا السَّاعَةَ أَنْ تَأْتِيَهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ და ვერ იგრძნობენ?

    43:66
  11. الْأَخِلَّاءُ يَوْمَئِذٍ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ إِلَّا الْمُتَّقِينَ

    გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთიმეორის მტრებად მოიქცევიან, გარდა ღვთისმოშიშებისა.

    43:67

თარგმანი: რეზო მიქელაძე