სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 45 – 56
-
وَاسْأَلْ مَنْ أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ مِنْ رُسُلِنَا أَجَعَلْنَا مِنْ دُونِ الرَّحْمَٰنِ آلِهَةً يُعْبَدُونَ
და ჰკითხე, ვინც ჩვენ წარმოვგზავნეთ შენამდე ჩვენს შუამავალთაგან: განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა?
43:45 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِآيَاتِنَا إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ فَقَالَ إِنِّي رَسُولُ رَبِّ الْعَالَمِينَ
და ვფიცავ, წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ უთხრა: „უეჭველად, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთის.“
43:46 -
فَلَمَّا جَاءَهُمْ بِآيَاتِنَا إِذَا هُمْ مِنْهَا يَضْحَكُونَ
მაგრამ როცა ჩვენი სასწაულებით მივიდა მათთან, მაშინ ისინი მასზე იცინოდნენ.
43:47 -
وَمَا نُرِيهِمْ مِنْ آيَةٍ إِلَّا هِيَ أَكْبَرُ مِنْ أُخْتِهَا ۖ وَأَخَذْنَاهُمْ بِالْعَذَابِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ
და ერთი სასწაულიც არ გვიჩვენებია მათთვის, რომ იგი უფრო დიდი არ ყოფილიყო წინათ არსებულზე. და შევიპყარით ისინი სასჯელით, ეგების უკუმოიქცნენ!
43:48 -
وَقَالُوا يَا أَيُّهَ السَّاحِرُ ادْعُ لَنَا رَبَّكَ بِمَا عَهِدَ عِنْدَكَ إِنَّنَا لَمُهْتَدُونَ
და უთხრეს: „ჰეი, ჯადოქარო! შესთხოვე შენს ღმერთს ჩვენთვის, შენდამი აღთქმის თანახმად. მაშინ ჩვენ, უთუოდ, ჭეშმარიტ გზას დავადგებით!“
43:49 -
فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُمُ الْعَذَابَ إِذَا هُمْ يَنْكُثُونَ
მაგრამ როცა მოვაცილებთ სასჯელს, მაშინვე არღვევენ.
43:50 -
وَنَادَىٰ فِرْعَوْنُ فِي قَوْمِهِ قَالَ يَا قَوْمِ أَلَيْسَ لِي مُلْكُ مِصْرَ وَهَٰذِهِ الْأَنْهَارُ تَجْرِي مِنْ تَحْتِي ۖ أَفَلَا تُبْصِرُونَ
და შესძახა ფარაონმა თავის ხალხს: „ჰეი, ხალხო ჩემო! განა მე არ მეკუთვნის სამფლობელო ეგვიპტის და ეს მდინარეები, რომელიც მიედინება ჩემს ფერხთით? ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ?!
43:51 -
أَمْ أَنَا خَيْرٌ مِنْ هَٰذَا الَّذِي هُوَ مَهِينٌ وَلَا يَكَادُ يُبِينُ
ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, იგი გასაგებადაც ვერ მეტყველებს?
43:52 -
فَلَوْلَا أُلْقِيَ عَلَيْهِ أَسْوِرَةٌ مِنْ ذَهَبٍ أَوْ جَاءَ مَعَهُ الْمَلَائِكَةُ مُقْتَرِنِينَ
მაშინ ხომ უნდა ჰკეთებოდა სამაჯურნი ოქროსი? ან ხომ უნდა მოსულიყვნენ მასთან ერთად ანგელოზნი?
43:53 -
فَاسْتَخَفَّ قَوْمَهُ فَأَطَاعُوهُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا فَاسِقِينَ
ამგვარად, გააბრიყვა თავისი ხალხი და ისინი დამორჩილდნენ მას. უეჭველად, გზააბნეულნი ხალხი იყვნენ ისინი.
43:54 -
فَلَمَّا آسَفُونَا انْتَقَمْنَا مِنْهُمْ فَأَغْرَقْنَاهُمْ أَجْمَعِينَ
ბოლოს და ბოლოს განგვარისხეს, შური ვიძიეთ მათზე და დავახრჩეთ ერთიანად.
43:55 -
فَجَعَلْنَاهُمْ سَلَفًا وَمَثَلًا لِلْآخِرِينَ
ამგვარად, ისინი დავადგინეთ წინამორბედებად და იგავად შემდგომთათვის.
43:56
თარგმანი: რეზო მიქელაძე