სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 36 – 45

  1. وَمَنْ يَعْشُ عَنْ ذِكْرِ الرَّحْمَٰنِ نُقَيِّضْ لَهُ شَيْطَانًا فَهُوَ لَهُ قَرِينٌ

    და ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას, მივუჩენთ მას ეშმაკს. ამგვარად, იგი მისი უახლოესი მეგობარი იქნება.

    43:36
  2. وَإِنَّهُمْ لَيَصُدُّونَهُمْ عَنِ السَّبِيلِ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُمْ مُهْتَدُونَ

    უეჭველად, ისინი ააცდენენ მათ გზიდან, თუმცაღა მათ ეგონებათ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან,

    43:37
  3. حَتَّىٰ إِذَا جَاءَنَا قَالَ يَا لَيْتَ بَيْنِي وَبَيْنَكَ بُعْدَ الْمَشْرِقَيْنِ فَبِئْسَ الْقَرِينُ

    ხოლო, როცა მოვა ჩვენთან, ეტყვის: „ნეტავ, ჩემსა და შენს შორის გადაიჭიმოს მანძილი ორი აღმოსავლეთის ტოლი! რაოდენ ცუდი ამხანაგი ხარ!“

    43:38
  4. وَلَنْ يَنْفَعَكُمُ الْيَوْمَ إِذْ ظَلَمْتُمْ أَنَّكُمْ فِي الْعَذَابِ مُشْتَرِكُونَ

    და დღეს აღარაფერი აღარ გარგებთ, რამეთუ უსამართლობა ჰქმენით. უეჭველად, თქვენ ზიარ ხართ სასჯელში.

    43:39
  5. أَفَأَنْتَ تُسْمِعُ الصُّمَّ أَوْ تَهْدِي الْعُمْيَ وَمَنْ كَانَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    ნუთუ შენ შეასმენ ყრუს ან ბრმას დაადგენ ჭეშმარიტ გზაზე, ვინც აშკარა ცდომილებაშია?

    43:40
  6. فَإِمَّا نَذْهَبَنَّ بِكَ فَإِنَّا مِنْهُمْ مُنْتَقِمُونَ

    მაგრამ შენ, უთუოდ, წაგიყვანთ. სწორედ მაშინ, უსათუოდ, ჩვენ მათზე შურისმგებელნი ვართ.

    43:41
  7. أَوْ نُرِيَنَّكَ الَّذِي وَعَدْنَاهُمْ فَإِنَّا عَلَيْهِمْ مُقْتَدِرُونَ

    ან უთუოდ, გაჩვენებთ შენ, რაც აღვუთქვით მათ, რამეთუ ჩვენ ესეც გვძალუძს.

    43:42
  8. فَاسْتَمْسِكْ بِالَّذِي أُوحِيَ إِلَيْكَ ۖ إِنَّكَ عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    მაშ, ჩაეჭიდე იმას, რომელიც ზეშთაგეგონა შენ. უეჭველად, შენ ჭეშმარიტ გზას ადგახარ!

    43:43
  9. وَإِنَّهُ لَذِكْرٌ لَكَ وَلِقَوْمِكَ ۖ وَسَوْفَ تُسْأَلُونَ

    უეჭველად, იგი შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისთვის. და თქვენ ამის შემდგომ მოგეკითხებათ.

    43:44
  10. وَاسْأَلْ مَنْ أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ مِنْ رُسُلِنَا أَجَعَلْنَا مِنْ دُونِ الرَّحْمَٰنِ آلِهَةً يُعْبَدُونَ

    და ჰკითხე, ვინც ჩვენ წარმოვგზავნეთ შენამდე ჩვენს შუამავალთაგან: განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა?

    43:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე