სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 26 – 35
-
وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِ إِنَّنِي بَرَاءٌ مِمَّا تَعْبُدُونَ
და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით,
43:26 -
إِلَّا الَّذِي فَطَرَنِي فَإِنَّهُ سَيَهْدِينِ
გარდა, რომელმაც გამაჩინა. უეჭველად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!
43:27 -
وَجَعَلَهَا كَلِمَةً بَاقِيَةً فِي عَقِبِهِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ
და დააგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში, ეგების უკუმოიქცნენ!
43:28 -
بَلْ مَتَّعْتُ هَٰؤُلَاءِ وَآبَاءَهُمْ حَتَّىٰ جَاءَهُمُ الْحَقُّ وَرَسُولٌ مُبِينٌ
არა, ვასარგებლე სიკეთით ეგენი და მათი მამები, ვიდრე მოევლინებოდა მათ ჭეშმარიტება და შუამავალი ცხადმყოფი.
43:29 -
وَلَمَّا جَاءَهُمُ الْحَقُّ قَالُوا هَٰذَا سِحْرٌ وَإِنَّا بِهِ كَافِرُونَ
და როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება, თქვეს: „ეს ჯადოქრობაა და უეჭველად, ჩვენ უარვყოფთ მას.“
43:30 -
وَقَالُوا لَوْلَا نُزِّلَ هَٰذَا الْقُرْآنُ عَلَىٰ رَجُلٍ مِنَ الْقَرْيَتَيْنِ عَظِيمٍ
და თქვეს: „რა მოხდებოდა, რომ ზეგარდმოვლენოდა ეს ყურანი რომელიმე დიდებულ კაცზე ამ ორი ქალაქიდან?“
43:31 -
أَهُمْ يَقْسِمُونَ رَحْمَتَ رَبِّكَ ۚ نَحْنُ قَسَمْنَا بَيْنَهُمْ مَعِيشَتَهُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۚ وَرَفَعْنَا بَعْضَهُمْ فَوْقَ بَعْضٍ دَرَجَاتٍ لِيَتَّخِذَ بَعْضُهُمْ بَعْضًا سُخْرِيًّا ۗ وَرَحْمَتُ رَبِّكَ خَيْرٌ مِمَّا يَجْمَعُونَ
განა ისინი ანაწილებენ წყალობას შენი ღმერთისას? ჩვენ გავუნაწილეთ მათ საარსებო მათი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უპირატესვყავით ერთიმეორეზე ხარისხებად, რათა ერთ ნაწილს მბრძანებლობაში მოექცია მეორე ნაწილი. თუმცაღა წყალობა შენი ღმერთისა უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ.
43:32 -
وَلَوْلَا أَنْ يَكُونَ النَّاسُ أُمَّةً وَاحِدَةً لَجَعَلْنَا لِمَنْ يَكْفُرُ بِالرَّحْمَٰنِ لِبُيُوتِهِمْ سُقُفًا مِنْ فِضَّةٍ وَمَعَارِجَ عَلَيْهَا يَظْهَرُونَ
და რომ არ ყოფილიყო საშიშროება ხალხის ერთ თემად მოქცევისა, უთუოდ, დავუდგენდით იმათ, ვინც უარყო მოწყალე, სახლთა სახურავებს ვერცხლისგან და კიბეთ, რომელზეც ავიდოდნენ.
43:33 -
وَلِبُيُوتِهِمْ أَبْوَابًا وَسُرُرًا عَلَيْهَا يَتَّكِئُونَ
აგრეთვე მათ სახლებს, კარებს და სავარძლებს, რაზეც წამოწვებოდნენ;
43:34 -
وَزُخْرُفًا ۚ وَإِنْ كُلُّ ذَٰلِكَ لَمَّا مَتَاعُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۚ وَالْآخِرَةُ عِنْدَ رَبِّكَ لِلْمُتَّقِينَ
ასევე ოქროს. ოღონდ ეს ყველაფერი ამქვეყნიური, დროებითი საბადებელია, ხოლო საიქიო შენს ღმერთთანაა ღვთისმოშიშთათვის.
43:35
თარგმანი: რეზო მიქელაძე