სურა 43 ზუჰრუფი, აიათი 16 – 25

  1. أَمِ اتَّخَذَ مِمَّا يَخْلُقُ بَنَاتٍ وَأَصْفَاكُمْ بِالْبَنِينَ

    ნუთუ მან გაჩენილთაგან ასულები დაიდგინა და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ?

    43:16
  2. وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُمْ بِمَا ضَرَبَ لِلرَّحْمَٰنِ مَثَلًا ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ

    და როცა ახარებენ რომელიმე მათგანს იმას, რასაც ისინი მოწყალეს მიაწერენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.

    43:17
  3. أَوَمَنْ يُنَشَّأُ فِي الْحِلْيَةِ وَهُوَ فِي الْخِصَامِ غَيْرُ مُبِينٍ

    ნუთუ ვინც იზრდება სინაზეში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში?

    43:18
  4. وَجَعَلُوا الْمَلَائِكَةَ الَّذِينَ هُمْ عِبَادُ الرَّحْمَٰنِ إِنَاثًا ۚ أَشَهِدُوا خَلْقَهُمْ ۚ سَتُكْتَبُ شَهَادَتُهُمْ وَيُسْأَلُونَ

    და დაადგინეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა, მდედრებად. განა მოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან.

    43:19
  5. وَقَالُوا لَوْ شَاءَ الرَّحْمَٰنُ مَا عَبَدْنَاهُمْ ۗ مَا لَهُمْ بِذَٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ

    და თქვეს: „რომ ენება მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით იმათ.“ მათ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე. ისინი მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.

    43:20
  6. أَمْ آتَيْنَاهُمْ كِتَابًا مِنْ قَبْلِهِ فَهُمْ بِهِ مُسْتَمْسِكُونَ

    ნუთუ ვუბოძეთ მათ მასზე წინ წიგნი, რაზეც ისინი არიან ჩაჭიდებულნი?

    43:21
  7. بَلْ قَالُوا إِنَّا وَجَدْنَا آبَاءَنَا عَلَىٰ أُمَّةٍ وَإِنَّا عَلَىٰ آثَارِهِمْ مُهْتَدُونَ

    არამც და არამც! მათ თქვეს: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და ჭეშმარიტად მათ კვალზე ვადგავართ.“

    43:22
  8. وَكَذَٰلِكَ مَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ فِي قَرْيَةٍ مِنْ نَذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَا إِنَّا وَجَدْنَا آبَاءَنَا عَلَىٰ أُمَّةٍ وَإِنَّا عَلَىٰ آثَارِهِمْ مُقْتَدُونَ

    და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შენამდე რომელიმე შემგონებელი, რომ იქ არ ეთქვათ ფუფუნებაში განებივრებულთ: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.“

    43:23
  9. قَالَ أَوَلَوْ جِئْتُكُمْ بِأَهْدَىٰ مِمَّا وَجَدْتُمْ عَلَيْهِ آبَاءَكُمْ ۖ قَالُوا إِنَّا بِمَا أُرْسِلْتُمْ بِهِ كَافِرُونَ

    თქვა: „რომ მოვსულიყავი თქვენთან უფრო ჭეშმარიტით იმაზე, რაზეც ჰპოვეთ თქვენი მამები? მიუგეს: „უეჭველად, რითიც წარმოიგზავნეთ, უარვყოფთ მას!“

    43:24
  10. فَانْتَقَمْنَا مِنْهُمْ ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُكَذِّبِينَ

    ამიტომაც დავსაჯეთ ისინი. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველთა!

    43:25

თარგმანი: რეზო მიქელაძე