სურა 42 შურა, აიათი 37 – 43
-
وَالَّذِينَ يَجْتَنِبُونَ كَبَائِرَ الْإِثْمِ وَالْفَوَاحِشَ وَإِذَا مَا غَضِبُوا هُمْ يَغْفِرُونَ
და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, როცა განრისხდებიან, პატიობენ.
42:37 -
وَالَّذِينَ اسْتَجَابُوا لِرَبِّهِمْ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَأَمْرُهُمْ شُورَىٰ بَيْنَهُمْ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ
და რომელთაც შეისმინეს თავიანთი ღმერთის, ჭეშმარიტად აღავლინეს ლოცვა და საქმე მათი ბჭობაა ერთმანეთ შორის და რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ იქიდან.
42:38 -
وَالَّذِينَ إِذَا أَصَابَهُمُ الْبَغْيُ هُمْ يَنْتَصِرُونَ
და ისინი, როცა ეწევათ უსამართლო მძლავრობა, ერთმანეთს შეეწევიან.
42:39 -
وَجَزَاءُ سَيِّئَةٍ سَيِّئَةٌ مِثْلُهَا ۖ فَمَنْ عَفَا وَأَصْلَحَ فَأَجْرُهُ عَلَى اللَّهِ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الظَّالِمِينَ
სიავის საზღაური მისი ტოლფასი სიავეა. მაგრამ ვინც მიუტევებს და მშვიდობას დაამყარებს, მაშინ გასამრჯელო მისი ალლაჰთანაა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი.
42:40 -
وَلَمَنِ انْتَصَرَ بَعْدَ ظُلْمِهِ فَأُولَٰئِكَ مَا عَلَيْهِمْ مِنْ سَبِيلٍ
უსათუოა, რომ უსამართლობის შემდეგ ვინც ღირსება და უფლება დაიცვა, აი მათზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა.
42:41 -
إِنَّمَا السَّبِيلُ عَلَى الَّذِينَ يَظْلِمُونَ النَّاسَ وَيَبْغُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
მაგრამ პასუხისმგებლობა იმათზეა, რომელნიც უსამართლოდ ექცევიან ხალხს და უსამართლოდ აღვირახსნილობენ დედამიწაზე. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი!
42:42 -
وَلَمَنْ صَبَرَ وَغَفَرَ إِنَّ ذَٰلِكَ لَمِنْ عَزْمِ الْأُمُورِ
და უთუოდ, ვინც მოითმენს და აპატიებს, სწორედ ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.
42:43
თარგმანი: რეზო მიქელაძე