სურა 40 მუ'მინი, აიათი 38 – 50

  1. وَقَالَ الَّذِي آمَنَ يَا قَوْمِ اتَّبِعُونِ أَهْدِكُمْ سَبِيلَ الرَّشَادِ

    და თქვა, რომელმაც ირწმუნა: „ჰეი, ხალხო ჩემო, გამომყევით მე, რათა წაგმართო ჭეშმარიტი გზით!

    40:38
  2. يَا قَوْمِ إِنَّمَا هَٰذِهِ الْحَيَاةُ الدُّنْيَا مَتَاعٌ وَإِنَّ الْآخِرَةَ هِيَ دَارُ الْقَرَارِ

    ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, ეს ქვეყანა მხოლოდ დრობითი საბადებელია, რამეთუ საიქიოა მარადიული სამყოფელი.

    40:39
  3. مَنْ عَمِلَ سَيِّئَةً فَلَا يُجْزَىٰ إِلَّا مِثْلَهَا ۖ وَمَنْ عَمِلَ صَالِحًا مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَأُولَٰئِكَ يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ يُرْزَقُونَ فِيهَا بِغَيْرِ حِسَابٍ

    ვინც ჰქმნა სიავე, მხოლოდ მიეგება მსგავსი მისი. ხოლო ვინც ჰქმნა სიკეთე, მამაკაცმა თუ დედაკაცმა და იგი მორწმუნეა, სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში, სადაც უთვალავ სარჩოს მიიღებენ.

    40:40
  4. وَيَا قَوْمِ مَا لِي أَدْعُوكُمْ إِلَى النَّجَاةِ وَتَدْعُونَنِي إِلَى النَّارِ

    ჰეი, ხალხო ჩემო! რა საოცარია, მე მოგიხმობ თქვენ გადარჩენისკენ და თქვენ მომიხმობთ ცეცხლისკენ?

    40:41
  5. تَدْعُونَنِي لِأَكْفُرَ بِاللَّهِ وَأُشْرِكَ بِهِ مَا لَيْسَ لِي بِهِ عِلْمٌ وَأَنَا أَدْعُوكُمْ إِلَى الْعَزِيزِ الْغَفَّارِ

    მომიხმობთ, რათა ვუარყო ალლაჰი და ზიარ ვუქმნა მას ის, რისი ცოდნაც არ მაქვს. და მე მოგიხმობ თქვენ ძლევამოსილისკენ, ყოვლისმიმტევებლისკენ!

    40:42
  6. لَا جَرَمَ أَنَّمَا تَدْعُونَنِي إِلَيْهِ لَيْسَ لَهُ دَعْوَةٌ فِي الدُّنْيَا وَلَا فِي الْآخِرَةِ وَأَنَّ مَرَدَّنَا إِلَى اللَّهِ وَأَنَّ الْمُسْرِفِينَ هُمْ أَصْحَابُ النَّارِ

    უეჭველად, რისკენაც მომიხმობთ თქვენ, არ აქვს ხმობა არც ამქვეყნიურ და არც იმქვეყნიურ ცხოვრებაში. და რომ ჩვენი მისაქციელი ალლაჰთანაა. და რომ სწორედ მფლანგველნი არიან ცეცხლის ბინადარნი.

    40:43
  7. فَسَتَذْكُرُونَ مَا أَقُولُ لَكُمْ ۚ وَأُفَوِّضُ أَمْرِي إِلَى اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ بَصِيرٌ بِالْعِبَادِ

    დაე, თქვენ გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს. და დავუშთობ ჩემს საქმეს ალლაჰს. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.

    40:44
  8. فَوَقَاهُ اللَّهُ سَيِّئَاتِ مَا مَكَرُوا ۖ وَحَاقَ بِآلِ فِرْعَوْنَ سُوءُ الْعَذَابِ

    ეგრეთ დაიცვა იგი ალლაჰმა იმ სიავეთაგან, რაც უმზაკვრეს, რამეთუ გარს შემოერტყა ფარაონის სახლეულს საშინელი სასჯელი.

    40:45
  9. النَّارُ يُعْرَضُونَ عَلَيْهَا غُدُوًّا وَعَشِيًّا ۖ وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ أَدْخِلُوا آلَ فِرْعَوْنَ أَشَدَّ الْعَذَابِ

    ცეცხლი, სადაც შენივთებულ იქნებიან დილით და საღამოს. ხოლო დღეს, საათის დადგომის (ებრძანებათ): „შეიყვანეთ ფარაონის სახლეული მწარე სასჯელში“!

    40:46
  10. وَإِذْ يَتَحَاجُّونَ فِي النَّارِ فَيَقُولُ الضُّعَفَاءُ لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا إِنَّا كُنَّا لَكُمْ تَبَعًا فَهَلْ أَنْتُمْ مُغْنُونَ عَنَّا نَصِيبًا مِنَ النَّارِ

    და აჰა, ერთმანეთში დაიწყობენ ცილობას ცეცხლსა შინა, მაშინ სუსტნი ეტყვიან იმათ, რომელნიც იყვნენ მედიდურნი: „უეჭველად, ჩვენ თქვენ მოგყვებოდით. მაშასადამე, თუ შეგიძლიათ ჩვენი დაცვა ნაწილობრივ მაინც ცეცხლის სასჯელისგან“?

    40:47
  11. قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا إِنَّا كُلٌّ فِيهَا إِنَّ اللَّهَ قَدْ حَكَمَ بَيْنَ الْعِبَادِ

    თქვეს, რომელნიც იყვნენ მედიდურნი: უეჭველად, ჩვენ ყველანი მასში ვართ. უეჭველად, ალლაჰმა უკვე განსაჯა მსახურთა შორის“.

    40:48
  12. وَقَالَ الَّذِينَ فِي النَّارِ لِخَزَنَةِ جَهَنَّمَ ادْعُوا رَبَّكُمْ يُخَفِّفْ عَنَّا يَوْمًا مِنَ الْعَذَابِ

    და უთხრეს, რომელნიც ცეცხლში არიან, მცველებს ჯოჯოხეთისას: „შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, შეგვიმსუბუქოს ჩვენ ტანჯვა, თუნდაც ერთი დღით“.

    40:49
  13. قَالُوا أَوَلَمْ تَكُ تَأْتِيكُمْ رُسُلُكُمْ بِالْبَيِّنَاتِ ۖ قَالُوا بَلَىٰ ۚ قَالُوا فَادْعُوا ۗ وَمَا دُعَاءُ الْكَافِرِينَ إِلَّا فِي ضَلَالٍ

    ჰკითხეს: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით?“ მიუგეს: „დიახ!“ უთხრეს: „მაშ, თავად შესთხოვეთ“. მაგრამ ურწმუნოთა ღაღადი ფუჭია.

    40:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე