სურა 40 მუ'მინი, აიათი 28 – 45

  1. وَقَالَ رَجُلٌ مُؤْمِنٌ مِنْ آلِ فِرْعَوْنَ يَكْتُمُ إِيمَانَهُ أَتَقْتُلُونَ رَجُلًا أَنْ يَقُولَ رَبِّيَ اللَّهُ وَقَدْ جَاءَكُمْ بِالْبَيِّنَاتِ مِنْ رَبِّكُمْ ۖ وَإِنْ يَكُ كَاذِبًا فَعَلَيْهِ كَذِبُهُ ۖ وَإِنْ يَكُ صَادِقًا يُصِبْكُمْ بَعْضُ الَّذِي يَعِدُكُمْ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي مَنْ هُوَ مُسْرِفٌ كَذَّابٌ

    და თქვა კაცმა მორწმუნემ ფარაონის სახლეულისგან, რომელიც მალავდა თავის რწმენას: „ნუთუ მოკლავთ კაცს იმის გამო, რომ ამბობს: „ჩემი ღმერთი ალლაჰია? რამეთუ იგი მოვიდა თქვენთან ცხადი სასწაულებით თქვენი ღმერთისგან. და თუ იგი მატყუარაა, თავისი სიცრუე მხოლოდ მას დააზარალებს და თუ მართალია, გეწევათ თქვენ ზოგი ის, რაც აღგეთქვათ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც აღვირახსნილი და ცრუა.

    40:28
  2. يَا قَوْمِ لَكُمُ الْمُلْكُ الْيَوْمَ ظَاهِرِينَ فِي الْأَرْضِ فَمَنْ يَنْصُرُنَا مِنْ بَأْسِ اللَّهِ إِنْ جَاءَنَا ۚ قَالَ فِرْعَوْنُ مَا أُرِيكُمْ إِلَّا مَا أَرَىٰ وَمَا أَهْدِيكُمْ إِلَّا سَبِيلَ الرَّشَادِ

    ჰეი, ხალხო ჩემო! დღეს თქვენ გაქვთ ძალაუფლება და თქვენ ბატონობთ ქვეყანაზე. მაგრამ ვინ შეგვეწევა თუ ალლაჰის სასჯელი დაგვატყდება“?თქვა ფარაონმა: „რაზეც თქვენ მიგითითებ, მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. და თქვენ დაგადგენ ჭეშმარიტ გზას.

    40:29
  3. وَقَالَ الَّذِي آمَنَ يَا قَوْمِ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ مِثْلَ يَوْمِ الْأَحْزَابِ

    და თქვა, რომელმაც ირწმუნა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე მეშინია თქვენსა ზედა დაჯგუფებათა დღისა,

    40:30
  4. مِثْلَ دَأْبِ قَوْمِ نُوحٍ وَعَادٍ وَثَمُودَ وَالَّذِينَ مِنْ بَعْدِهِمْ ۚ وَمَا اللَّهُ يُرِيدُ ظُلْمًا لِلْعِبَادِ

    მსგავსი ნუჰის ხალხის მდგომარეობისა, ადიელთა, სემუდეველთა და რომელნიც იყვნენ მათ შემდგომ, რამეთუ არ არს ნება ალლაჰისა მსახურებისადმი უსამართლობა.

    40:31
  5. وَيَا قَوْمِ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ يَوْمَ التَّنَادِ

    ხალხო ჩემო! უეჭველად, მე მეშინია თქვენსა ზედა გოდებათა დღისა.

    40:32
  6. يَوْمَ تُوَلُّونَ مُدْبِرِينَ مَا لَكُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ عَاصِمٍ ۗ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ هَادٍ

    ამავ დღისა, როცა გაბრუნდებით ზურგშექცეულნი, რამეთუ არ არს მფარველი ალლაჰისგან. ხოლო ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება მას ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.

    40:33
  7. وَلَقَدْ جَاءَكُمْ يُوسُفُ مِنْ قَبْلُ بِالْبَيِّنَاتِ فَمَا زِلْتُمْ فِي شَكٍّ مِمَّا جَاءَكُمْ بِهِ ۖ حَتَّىٰ إِذَا هَلَكَ قُلْتُمْ لَنْ يَبْعَثَ اللَّهُ مِنْ بَعْدِهِ رَسُولًا ۚ كَذَٰلِكَ يُضِلُّ اللَّهُ مَنْ هُوَ مُسْرِفٌ مُرْتَابٌ

    და ვფიცავ, მანამდე მოვიდა თქვენთან იუსუფი ცხადი მტკიცებებით, მაგრამ გააგრძელეთ ეჭვში ყოფნა იმის შესახებ, რაც მან მოგიტანა, ვიდრეღა არ აღესრულა. თქვით: „არასოდეს წარმოგზავნის ალლაჰი მის შემდგომ შუამავალს“. სწორედ ასე ააცდენს ალლაჰი იმას, ვინც აღვირახსნილია, ეჭვიანია.

    40:34
  8. الَّذِينَ يُجَادِلُونَ فِي آيَاتِ اللَّهِ بِغَيْرِ سُلْطَانٍ أَتَاهُمْ ۖ كَبُرَ مَقْتًا عِنْدَ اللَّهِ وَعِنْدَ الَّذِينَ آمَنُوا ۚ كَذَٰلِكَ يَطْبَعُ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ قَلْبِ مُتَكَبِّرٍ جَبَّارٍ

    რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. რისხვა ალლაჰის წინაშე და მათ წინაშე, რომელთაც ირწმუნეს, დიდია. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ყოველ ამპარტავან მედიდურთა გულებს!

    40:35
  9. وَقَالَ فِرْعَوْنُ يَا هَامَانُ ابْنِ لِي صَرْحًا لَعَلِّي أَبْلُغُ الْأَسْبَابَ

    და თქვა ფარაონმა: „ჰეი, ჰამან! ააგე ჩემთვის კოშკი. ეგების მივწვდე ალაგთ!

    40:36
  10. أَسْبَابَ السَّمَاوَاتِ فَأَطَّلِعَ إِلَىٰ إِلَٰهِ مُوسَىٰ وَإِنِّي لَأَظُنُّهُ كَاذِبًا ۚ وَكَذَٰلِكَ زُيِّنَ لِفِرْعَوْنَ سُوءُ عَمَلِهِ وَصُدَّ عَنِ السَّبِيلِ ۚ وَمَا كَيْدُ فِرْعَوْنَ إِلَّا فِي تَبَابٍ

    ალაგთა ცათა, რათა მივაღწიო მუსას ღვთაებამდე. უეჭველად, მე მას ცრუდ ვთვლი. აი, ასე მოკაზმულ მოეჩვენა ფარაონს თავისი ავი საქმენი და გადაუხვია გზიდან. და არაფერია მზაკვრობა ფარაონისა, გარდა ამაოებისა.

    40:37
  11. وَقَالَ الَّذِي آمَنَ يَا قَوْمِ اتَّبِعُونِ أَهْدِكُمْ سَبِيلَ الرَّشَادِ

    და თქვა, რომელმაც ირწმუნა: „ჰეი, ხალხო ჩემო, გამომყევით მე, რათა წაგმართო ჭეშმარიტი გზით!

    40:38
  12. يَا قَوْمِ إِنَّمَا هَٰذِهِ الْحَيَاةُ الدُّنْيَا مَتَاعٌ وَإِنَّ الْآخِرَةَ هِيَ دَارُ الْقَرَارِ

    ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, ეს ქვეყანა მხოლოდ დრობითი საბადებელია, რამეთუ საიქიოა მარადიული სამყოფელი.

    40:39
  13. مَنْ عَمِلَ سَيِّئَةً فَلَا يُجْزَىٰ إِلَّا مِثْلَهَا ۖ وَمَنْ عَمِلَ صَالِحًا مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَأُولَٰئِكَ يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ يُرْزَقُونَ فِيهَا بِغَيْرِ حِسَابٍ

    ვინც ჰქმნა სიავე, მხოლოდ მიეგება მსგავსი მისი. ხოლო ვინც ჰქმნა სიკეთე, მამაკაცმა თუ დედაკაცმა და იგი მორწმუნეა, სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში, სადაც უთვალავ სარჩოს მიიღებენ.

    40:40
  14. وَيَا قَوْمِ مَا لِي أَدْعُوكُمْ إِلَى النَّجَاةِ وَتَدْعُونَنِي إِلَى النَّارِ

    ჰეი, ხალხო ჩემო! რა საოცარია, მე მოგიხმობ თქვენ გადარჩენისკენ და თქვენ მომიხმობთ ცეცხლისკენ?

    40:41
  15. تَدْعُونَنِي لِأَكْفُرَ بِاللَّهِ وَأُشْرِكَ بِهِ مَا لَيْسَ لِي بِهِ عِلْمٌ وَأَنَا أَدْعُوكُمْ إِلَى الْعَزِيزِ الْغَفَّارِ

    მომიხმობთ, რათა ვუარყო ალლაჰი და ზიარ ვუქმნა მას ის, რისი ცოდნაც არ მაქვს. და მე მოგიხმობ თქვენ ძლევამოსილისკენ, ყოვლისმიმტევებლისკენ!

    40:42
  16. لَا جَرَمَ أَنَّمَا تَدْعُونَنِي إِلَيْهِ لَيْسَ لَهُ دَعْوَةٌ فِي الدُّنْيَا وَلَا فِي الْآخِرَةِ وَأَنَّ مَرَدَّنَا إِلَى اللَّهِ وَأَنَّ الْمُسْرِفِينَ هُمْ أَصْحَابُ النَّارِ

    უეჭველად, რისკენაც მომიხმობთ თქვენ, არ აქვს ხმობა არც ამქვეყნიურ და არც იმქვეყნიურ ცხოვრებაში. და რომ ჩვენი მისაქციელი ალლაჰთანაა. და რომ სწორედ მფლანგველნი არიან ცეცხლის ბინადარნი.

    40:43
  17. فَسَتَذْكُرُونَ مَا أَقُولُ لَكُمْ ۚ وَأُفَوِّضُ أَمْرِي إِلَى اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ بَصِيرٌ بِالْعِبَادِ

    დაე, თქვენ გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს. და დავუშთობ ჩემს საქმეს ალლაჰს. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.

    40:44
  18. فَوَقَاهُ اللَّهُ سَيِّئَاتِ مَا مَكَرُوا ۖ وَحَاقَ بِآلِ فِرْعَوْنَ سُوءُ الْعَذَابِ

    ეგრეთ დაიცვა იგი ალლაჰმა იმ სიავეთაგან, რაც უმზაკვრეს, რამეთუ გარს შემოერტყა ფარაონის სახლეულს საშინელი სასჯელი.

    40:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე