სურა 40 მუ'მინი, აიათი 21 – 27
-
أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ كَانُوا مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا هُمْ أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً وَآثَارًا فِي الْأَرْضِ فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ وَمَا كَانَ لَهُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ وَاقٍ
განა არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, ისინი მათზე მტკიცენი იყვნენ ძალით და კვალნით მიწაზე, მაგრამ ალლაჰმა დასაჯა ისინი თავიანთი ცოდვებიდან გამომდინარე და არ იქნება მათთვის მფარველი ალლაჰისგან.
40:21 -
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانَتْ تَأْتِيهِمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَكَفَرُوا فَأَخَذَهُمُ اللَّهُ ۚ إِنَّهُ قَوِيٌّ شَدِيدُ الْعِقَابِ
ეს იმიტომ, რომ მათთან მიდიოდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებანით, მათ კი უარყვეს. ამიტომაც ალლაჰმა დასაჯა ისინი, რამეთუ იგია ძლევამოსილი, მკაცრსასჯელიანი.
40:22 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِآيَاتِنَا وَسُلْطَانٍ مُبِينٍ
და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით და ცხადი მტკიცებანით
40:23 -
إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَقَارُونَ فَقَالُوا سَاحِرٌ كَذَّابٌ
ფარაონთან, ჰამანთან და ყარუნთან. მათ თქვეს: „(იგი) ცრუ ჯადოქარია!“
40:24 -
فَلَمَّا جَاءَهُمْ بِالْحَقِّ مِنْ عِنْدِنَا قَالُوا اقْتُلُوا أَبْنَاءَ الَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ وَاسْتَحْيُوا نِسَاءَهُمْ ۚ وَمَا كَيْدُ الْكَافِرِينَ إِلَّا فِي ضَلَالٍ
ხოლო როცა მათ მიუტანა ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან, თქვეს: „მოკალით ძენი მათი, რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად და ცოცხლები დატოვეთ მათი ქალები!“ არაფერია მზაკვრობა ურწმუნოთა, გარდა ამაოებისა.
40:25 -
وَقَالَ فِرْعَوْنُ ذَرُونِي أَقْتُلْ مُوسَىٰ وَلْيَدْعُ رَبَّهُ ۖ إِنِّي أَخَافُ أَنْ يُبَدِّلَ دِينَكُمْ أَوْ أَنْ يُظْهِرَ فِي الْأَرْضِ الْفَسَادَ
ფარაონმა თქვა: თავი მანებეთ მე, რომ მოვკლა მუსა და დაე, მოუხმოს თავის ღმერთს. „უეჭველად, მე მეშინია, რომ შეგიცვლის ის თქვენს რჯულს ან გაავრცელებს დედამიწაზე უკეთურებას“.
40:26 -
وَقَالَ مُوسَىٰ إِنِّي عُذْتُ بِرَبِّي وَرَبِّكُمْ مِنْ كُلِّ مُتَكَبِّرٍ لَا يُؤْمِنُ بِيَوْمِ الْحِسَابِ
და თქვა მუსამ: „უეჭველად, მე მივეკედლე ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს ყოველ მედიდურთაგან, რომელსაც არ სწამს ანგარიშსწორების დღე“.
40:27
თარგმანი: რეზო მიქელაძე