სურა 40 მუ'მინი, აიათი 1 – 9

  1. حم

    ჰა. მიმ.

    40:1
  2. تَنْزِيلُ الْكِتَابِ مِنَ اللَّهِ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ

    ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.

    40:2
  3. غَافِرِ الذَّنْبِ وَقَابِلِ التَّوْبِ شَدِيدِ الْعِقَابِ ذِي الطَّوْلِ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ إِلَيْهِ الْمَصِيرُ

    ცოდვის მიმტევებლისა, შენანების შემწყნარებლისა, მკაცრსასჯელიანისა, მოწყალისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, მასთანაა მისაქციელი.

    40:3
  4. مَا يُجَادِلُ فِي آيَاتِ اللَّهِ إِلَّا الَّذِينَ كَفَرُوا فَلَا يَغْرُرْكَ تَقَلُّبُهُمْ فِي الْبِلَادِ

    არ დაიწყებენ ცილებას ალლაჰის აიათების შესახებ, გარდა მათი, რომელთაც უარყვეს. მაშ, არ შეგაცდინოს შენ მათმა მიმოსვლამ ქვეყნებში.

    40:4
  5. كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَالْأَحْزَابُ مِنْ بَعْدِهِمْ ۖ وَهَمَّتْ كُلُّ أُمَّةٍ بِرَسُولِهِمْ لِيَأْخُذُوهُ ۖ وَجَادَلُوا بِالْبَاطِلِ لِيُدْحِضُوا بِهِ الْحَقَّ فَأَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ عِقَابِ

    ცრუდ შერაცხეს მათ უწინ ნუჰის ხალხმა და თემებმა მათ შემდგომ. და შემოესია ყოველი თემი თავიანთ შუამავალს, რომ შეეპყრათ იგი. და ეჭიდილავებოდნენ ამაოებით, რათა წარეხოცათ ჭეშმარიტება. ამიტომაც შევიპყარი ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!

    40:5
  6. وَكَذَٰلِكَ حَقَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ عَلَى الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّهُمْ أَصْحَابُ النَّارِ

    ამგვარად, ახდა შენი ღმერთის სიტყვა მათსა ზედა, რომელთაც უარყვეს, რომ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი.

    40:6
  7. الَّذِينَ يَحْمِلُونَ الْعَرْشَ وَمَنْ حَوْلَهُ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ وَيُؤْمِنُونَ بِهِ وَيَسْتَغْفِرُونَ لِلَّذِينَ آمَنُوا رَبَّنَا وَسِعْتَ كُلَّ شَيْءٍ رَحْمَةً وَعِلْمًا فَاغْفِرْ لِلَّذِينَ تَابُوا وَاتَّبَعُوا سَبِيلَكَ وَقِهِمْ عَذَابَ الْجَحِيمِ

    რომელნიც ზიდავენ ტახრევანს და ვინც მის გარშემოა, ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს, სწამთ მისი და შესთხოვენ შენდობას იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს: „ღმერთო ჩვენო! შენ გარემოიცავ ყველაფერს წყალობითა და ცოდნით. მაშ, მიუტევე მათ, რომელთაც მოინანიეს და გაჰყვნენ შენს გზას და დაიფარე ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან!

    40:7
  8. رَبَّنَا وَأَدْخِلْهُمْ جَنَّاتِ عَدْنٍ الَّتِي وَعَدْتَهُمْ وَمَنْ صَلَحَ مِنْ آبَائِهِمْ وَأَزْوَاجِهِمْ وَذُرِّيَّاتِهِمْ ۚ إِنَّكَ أَنْتَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    ღმერთო ჩვენო! შეიყვანე ისინი სამოთხის ბაღებში, რომელიც აღუთქვი მათ და ვინც კეთილი ჰქმნა მათ მამებთაგან, მეუღლეთაგან და შთამომავალთაგან. უეჭველად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.

    40:8
  9. وَقِهِمُ السَّيِّئَاتِ ۚ وَمَنْ تَقِ السَّيِّئَاتِ يَوْمَئِذٍ فَقَدْ رَحِمْتَهُ ۚ وَذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    და დაიფარე ისინი სიავეთაგან, რამეთუ ვისაც შენ დაფარავ იმ დღეს სიავეთაგან, უეჭველად, მხოლოდ ის იქნება მიტევებული შენგან. და სწორედ ეს არის დიადი ნეტარება.

    40:9

თარგმანი: რეზო მიქელაძე