სურა 3 ალი იმრანი, აიათი 72 – 80

  1. وَقَالَتْ طَائِفَةٌ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ آمِنُوا بِالَّذِي أُنْزِلَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَجْهَ النَّهَارِ وَاكْفُرُوا آخِرَهُ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და თქვა ღვთიური წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა: „ის, რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს (საღამო ჟამს), ეგების უკან დაუბრუნდნენ (ჩვენს სარწმუნოებას);

    3:72
  2. وَلَا تُؤْمِنُوا إِلَّا لِمَنْ تَبِعَ دِينَكُمْ قُلْ إِنَّ الْهُدَىٰ هُدَى اللَّهِ أَنْ يُؤْتَىٰ أَحَدٌ مِثْلَ مَا أُوتِيتُمْ أَوْ يُحَاجُّوكُمْ عِنْدَ رَبِّكُمْ ۗ قُلْ إِنَّ الْفَضْلَ بِيَدِ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    და არ მიენდოთ არავის, გარდა მათი, ვინც გაჰყვა ჩვენს სარწმუნოებას. უთხარი (ო, შუამავალო): „უეჭველად, სწორი გზა ალლაჰის გზაა!“ რომ ებოძოს ვინმეს ისეთივე, რაც თქვენ გებოძა, ნუთუ შეგეცილებიან ისინი თქვენ ამაში თქვენი ღმერთის წინაშე? უთხარი: უეჭველად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უბოძებს, ინებებს ვისაც! უეჭველად, ალლაჰის წყალობა ყოვლისმომცველია, და ის ყოვლისმცოდნეა!

    3:73
  3. يَخْتَصُّ بِرَحْمَتِهِ مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ

    ანიჭებს თავის წყალობას, ინებებს ვისაც, და ალლაჰი უდიდესი სიკეთის მფლობელია.

    3:74
  4. وَمِنْ أَهْلِ الْكِتَابِ مَنْ إِنْ تَأْمَنْهُ بِقِنْطَارٍ يُؤَدِّهِ إِلَيْكَ وَمِنْهُمْ مَنْ إِنْ تَأْمَنْهُ بِدِينَارٍ لَا يُؤَدِّهِ إِلَيْكَ إِلَّا مَا دُمْتَ عَلَيْهِ قَائِمًا ۗ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا لَيْسَ عَلَيْنَا فِي الْأُمِّيِّينَ سَبِيلٌ وَيَقُولُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ وَهُمْ يَعْلَمُونَ

    ღვთიური წიგნის მიმდევართა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ყინტარს თუ ანდობ, უკლებლივ დაგიბრუნებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც დინარს თუ ანდობ, იმასაც არ დაგიბრუნებს, თავზე თუ არ დაადექი. ეს იმიტომ, რომ თვლიან, უმეცრებთან საერთო არაფერი გვაქვსო. ხოლო ალლაჰზე სიცრუეს ამბობენ, და მათ იციან ეს!

    3:75
  5. بَلَىٰ مَنْ أَوْفَىٰ بِعَهْدِهِ وَاتَّقَىٰ فَإِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُتَّقِينَ

    დიახ! ვინც აღთქმა აღასრულა და ღვთისმოშიში გახდა, უეჭველად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი!

    3:76
  6. إِنَّ الَّذِينَ يَشْتَرُونَ بِعَهْدِ اللَّهِ وَأَيْمَانِهِمْ ثَمَنًا قَلِيلًا أُولَٰئِكَ لَا خَلَاقَ لَهُمْ فِي الْآخِرَةِ وَلَا يُكَلِّمُهُمُ اللَّهُ وَلَا يَنْظُرُ إِلَيْهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَلَا يُزَكِّيهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    უეჭველად, ვინც ყიდის ალლაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ ფიცს (არღვევს) მცირე ფასად, წილი არ ექნებათ მაგათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს, და არ განწმენდს (ცოდვებისგან). მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი!

    3:77
  7. وَإِنَّ مِنْهُمْ لَفَرِيقًا يَلْوُونَ أَلْسِنَتَهُمْ بِالْكِتَابِ لِتَحْسَبُوهُ مِنَ الْكِتَابِ وَمَا هُوَ مِنَ الْكِتَابِ وَيَقُولُونَ هُوَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ وَمَا هُوَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ وَيَقُولُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ وَهُمْ يَعْلَمُونَ

    უეჭველად, მათ შორის არიან ისეთნიც (ერთი ჯგუფი ხალხის), ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან (პასაჟები), თუმცაღა ის ღვთიური წიგნის (პასაჟები) არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე სიცრუეს, და მათ იციან ეს.

    3:78
  8. مَا كَانَ لِبَشَرٍ أَنْ يُؤْتِيَهُ اللَّهُ الْكِتَابَ وَالْحُكْمَ وَالنُّبُوَّةَ ثُمَّ يَقُولَ لِلنَّاسِ كُونُوا عِبَادًا لِي مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَٰكِنْ كُونُوا رَبَّانِيِّينَ بِمَا كُنْتُمْ تُعَلِّمُونَ الْكِتَابَ وَبِمَا كُنْتُمْ تَدْرُسُونَ

    არ ყოფილა, რომ ადამიანისთვის ალლაჰს წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა ებოძოს და მერე ეთქვას იმას ხალხისთვის: „იყავით ჩემი თაყვანისმცემელნი ალლაჰის მაგივრად“, არამედ - „იყავით ღვთისმსახურნი იმით, რასაც სწავლობთ და რასაც კითხულობთ (ღვთიური) წიგნიდან!“

    3:79
  9. وَلَا يَأْمُرَكُمْ أَنْ تَتَّخِذُوا الْمَلَائِكَةَ وَالنَّبِيِّينَ أَرْبَابًا ۗ أَيَأْمُرُكُمْ بِالْكُفْرِ بَعْدَ إِذْ أَنْتُمْ مُسْلِمُونَ

    და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც მუსლიმნი გახდით თქვენ?!

    3:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე