სურა 3 ალი იმრანი, აიათი 69 – 72

  1. وَدَّتْ طَائِفَةٌ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَوْ يُضِلُّونَكُمْ وَمَا يُضِلُّونَ إِلَّا أَنْفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ

    ეწადა ერთ ჯგუფს, ღვთიური წიგნის ხალხს, გადაეცდინეთ თქვენ (ჭეშმარიტი) გზიდან. მაგრამ ისინი გზიდან ააცდენენ მხოლოდ თავის-თავს და სხვა ვერავის, და ვერც კი გრძნობენ.

    3:69
  2. يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَأَنْتُمْ تَشْهَدُونَ

    ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს, როცა მოწმენი ხართ თქვენ!

    3:70
  3. يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَلْبِسُونَ الْحَقَّ بِالْبَاطِلِ وَتَكْتُمُونَ الْحَقَّ وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსით და რატომ მალავთ სიმართლეს, როცა თქვენ უწყით!

    3:71
  4. وَقَالَتْ طَائِفَةٌ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ آمِنُوا بِالَّذِي أُنْزِلَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَجْهَ النَّهَارِ وَاكْفُرُوا آخِرَهُ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და თქვა ღვთიური წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა: „ის, რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს (საღამო ჟამს), ეგების უკან დაუბრუნდნენ (ჩვენს სარწმუნოებას);

    3:72

თარგმანი: რეზო მიქელაძე