სურა 3 ალი იმრანი, აიათი 65 – 67

  1. يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تُحَاجُّونَ فِي إِبْرَاهِيمَ وَمَا أُنْزِلَتِ التَّوْرَاةُ وَالْإِنْجِيلُ إِلَّا مِنْ بَعْدِهِ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება) ხომ მხოლოდ მის (იბრაჰიმის) შემდგომ იყო გარდმოვლენილი. განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?

    3:65
  2. هَا أَنْتُمْ هَٰؤُلَاءِ حَاجَجْتُمْ فِيمَا لَكُمْ بِهِ عِلْمٌ فَلِمَ تُحَاجُّونَ فِيمَا لَيْسَ لَكُمْ بِهِ عِلْمٌ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ

    აი, თქვენ ესა ხართ, იმაზე დაობდით, რაც (მეტ-ნაკლებად) იცოდით; რატომღა კამათობთ იმაზე, რაც არ იცით? უეჭველად, უწყის ალლაჰმა, და არ უწყით თქვენ!

    3:66
  3. مَا كَانَ إِبْرَاهِيمُ يَهُودِيًّا وَلَا نَصْرَانِيًّا وَلَٰكِنْ كَانَ حَنِيفًا مُسْلِمًا وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი.

    3:67

თარგმანი: რეზო მიქელაძე