სურა 3 ალი იმრანი, აიათი 52 – 53
-
فَلَمَّا أَحَسَّ عِيسَىٰ مِنْهُمُ الْكُفْرَ قَالَ مَنْ أَنْصَارِي إِلَى اللَّهِ ۖ قَالَ الْحَوَارِيُّونَ نَحْنُ أَنْصَارُ اللَّهِ آمَنَّا بِاللَّهِ وَاشْهَدْ بِأَنَّا مُسْلِمُونَ
და როცა ღისამ იგრძნო მათი ურწმუნოება, თქვა: „ვინ არის ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. ჩვენ ვიწამეთ ალლაჰი, და დაამოწმე, რომ მორჩილნი ვართ ჩვენ“.
3:52 -
رَبَّنَا آمَنَّا بِمَا أَنْزَلْتَ وَاتَّبَعْنَا الرَّسُولَ فَاكْتُبْنَا مَعَ الشَّاهِدِينَ
„უფალო ჩვენო! ვიწამეთ ჩვენ, რაც ზემოავლინე, და გავყევით შუამავალს. მაშ, ჩაგვწერე ჩვენ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიგებში!“
3:53
თარგმანი: რეზო მიქელაძე