სურა 3 ალი იმრანი, აიათი 48 – 50

  1. وَيُعَلِّمُهُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَالتَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ

    და ასწავლის მას წიგნსა და სიბრძნეს და თევრათსა (თორას) და ინჯილს (სახარებას)

    3:48
  2. وَرَسُولًا إِلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ أَنِّي قَدْ جِئْتُكُمْ بِآيَةٍ مِنْ رَبِّكُمْ ۖ أَنِّي أَخْلُقُ لَكُمْ مِنَ الطِّينِ كَهَيْئَةِ الطَّيْرِ فَأَنْفُخُ فِيهِ فَيَكُونُ طَيْرًا بِإِذْنِ اللَّهِ ۖ وَأُبْرِئُ الْأَكْمَهَ وَالْأَبْرَصَ وَأُحْيِي الْمَوْتَىٰ بِإِذْنِ اللَّهِ ۖ وَأُنَبِّئُكُمْ بِمَا تَأْكُلُونَ وَمَا تَدَّخِرُونَ فِي بُيُوتِكُمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    და დაადგენს შუამავლად ისრაილის ძეთა წინაშე: „მე მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მე გამოვძერწავ ტალახისგან ჩიტს, ჩავბერავ მას სულს, და ალლაჰის ნებით, ჩიტი გასულდგმულდება; მე განვკურნავ ბრმად დაბადებულს, კეთროვანს, გავაცოცხლებ მკვდარს, ნებითა ალლაჰისა. მე გეტყვით რასა ჭამთ თქვენ და რასაც ინახავთ სახლებში. უეჭველად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი.

    3:49
  3. وَمُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيَّ مِنَ التَّوْرَاةِ وَلِأُحِلَّ لَكُمْ بَعْضَ الَّذِي حُرِّمَ عَلَيْكُمْ ۚ وَجِئْتُكُمْ بِآيَةٍ مِنْ رَبِّكُمْ فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    და (მოვედი) დასტურად იმისა, რომელიც ჩემს უწინ იყო თევრათში (თორაში), და რომ ნებადართულ ვქმნა თქვენთვის ზოგი რამ, რაც აკრძალული გქონდათ (აქამდე). და მოვსულვარ თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე!

    3:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე