სურა 3 ალი იმრანი, აიათი 45 – 47

  1. إِذْ قَالَتِ الْمَلَائِكَةُ يَا مَرْيَمُ إِنَّ اللَّهَ يُبَشِّرُكِ بِكَلِمَةٍ مِنْهُ اسْمُهُ الْمَسِيحُ عِيسَى ابْنُ مَرْيَمَ وَجِيهًا فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمِنَ الْمُقَرَّبِينَ

    დადგა დღე, როცა ანგელოზებმა უთხრეს: „მარიამ! სწორედ, რომ ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა მესიჰი ღისა ძე მარიამისა, იქნება ღირსეული სააქაოსა და საიქიოში და ერთ-ერთი დაახლოებული (ალლაჰთან).

    3:45
  2. وَيُكَلِّمُ النَّاسَ فِي الْمَهْدِ وَكَهْلًا وَمِنَ الصَّالِحِينَ

    ის (ღისა ძე მარიამისა), ადამიანებს დაელაპარაკება აკვანშიც და მოწიფულიც, და იქნება მართალთაგანი.“

    3:46
  3. قَالَتْ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي وَلَدٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ ۖ قَالَ كَذَٰلِكِ اللَّهُ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۚ إِذَا قَضَىٰ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُنْ فَيَكُونُ

    უთხრა (მარიამმა): „უფალო ჩემო, როგორ მეყოლება მე ძე, როცა კაცი არ შემხებია მე?“ მიუგო (ალლაჰმა): სწორედ რომ ასე, ალლაჰი გააჩენს, ინებებს რასაც. როცა განიზრახავს რაიმეს გაჩენას, მხოლოდ ეტყვის მას: იქმენ! და უმალ იქმნება ისიც.

    3:47

თარგმანი: რეზო მიქელაძე