სურა 3 ალი იმრანი, აიათი 33 – 35

  1. إِنَّ اللَّهَ اصْطَفَىٰ آدَمَ وَنُوحًا وَآلَ إِبْرَاهِيمَ وَآلَ عِمْرَانَ عَلَى الْعَالَمِينَ

    უეჭველად, ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი, იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის,

    3:33
  2. ذُرِّيَّةً بَعْضُهَا مِنْ بَعْضٍ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

    3:34
  3. إِذْ قَالَتِ امْرَأَتُ عِمْرَانَ رَبِّ إِنِّي نَذَرْتُ لَكَ مَا فِي بَطْنِي مُحَرَّرًا فَتَقَبَّلْ مِنِّي ۖ إِنَّكَ أَنْتَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    აკი, თქვა იმრანის ცოლმა: „უფალო ჩემო, „რაც ჩემს მუცელშია, უპირობოდ შენ აღგითქვი, ყველაფრისგან თავისუფალი, მიიღე ჩემგან. უეჭველად, შენ და მხოლოდ შენ ხარ ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე.

    3:35

თარგმანი: რეზო მიქელაძე