სურა 3 ალი იმრანი, აიათი 156 – 171

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَكُونُوا كَالَّذِينَ كَفَرُوا وَقَالُوا لِإِخْوَانِهِمْ إِذَا ضَرَبُوا فِي الْأَرْضِ أَوْ كَانُوا غُزًّى لَوْ كَانُوا عِنْدَنَا مَا مَاتُوا وَمَا قُتِلُوا لِيَجْعَلَ اللَّهُ ذَٰلِكَ حَسْرَةً فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ يُحْيِي وَيُمِيتُ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს, გზას რომ გაუდგნენ, ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: ისინი რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!... დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს, და ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!

    3:156
  2. وَلَئِنْ قُتِلْتُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوْ مُتُّمْ لَمَغْفِرَةٌ مِنَ اللَّهِ وَرَحْمَةٌ خَيْرٌ مِمَّا يَجْمَعُونَ

    თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ (იხვეჭენ).

    3:157
  3. وَلَئِنْ مُتُّمْ أَوْ قُتِلْتُمْ لَإِلَى اللَّهِ تُحْشَرُونَ

    თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით.

    3:158
  4. فَبِمَا رَحْمَةٍ مِنَ اللَّهِ لِنْتَ لَهُمْ ۖ وَلَوْ كُنْتَ فَظًّا غَلِيظَ الْقَلْبِ لَانْفَضُّوا مِنْ حَوْلِكَ ۖ فَاعْفُ عَنْهُمْ وَاسْتَغْفِرْ لَهُمْ وَشَاوِرْهُمْ فِي الْأَمْرِ ۖ فَإِذَا عَزَمْتَ فَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُتَوَكِّلِينَ

    ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, უეჭველად, ალლაჰს უყვარს მინდობილები!

    3:159
  5. إِنْ يَنْصُرْكُمُ اللَّهُ فَلَا غَالِبَ لَكُمْ ۖ وَإِنْ يَخْذُلْكُمْ فَمَنْ ذَا الَّذِي يَنْصُرُكُمْ مِنْ بَعْدِهِ ۗ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ

    თუ ალლაჰი შეგეწევათ, მძლე არ გეყოლებათ თქვენ. და თუ შემწეობის გარეშე დაგტოვებთ, მაშინ ვისღა ძალუძს მის გარდა შეწევნა თქვენი? ასე, რომ მორწმუნენი მხოლოდ ალლაჰს სასოებდნენ (მიენდონ)!

    3:160
  6. وَمَا كَانَ لِنَبِيٍّ أَنْ يَغُلَّ ۚ وَمَنْ يَغْلُلْ يَأْتِ بِمَا غَلَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍ مَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    შეუძლებელია შუამავალმა იცრუოს. და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან.

    3:161
  7. أَفَمَنِ اتَّبَعَ رِضْوَانَ اللَّهِ كَمَنْ بَاءَ بِسَخَطٍ مِنَ اللَّهِ وَمَأْوَاهُ جَهَنَّمُ ۚ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    განა ის, ვინც ალლაჰის კეთილმოწყალებას მიჰყვა, იმას ჰგავს, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა? ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რა ცუდი მისაქციელია!

    3:162
  8. هُمْ دَرَجَاتٌ عِنْدَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ

    მათ ალლაჰთან სხვადასხვა ხარისხები აქვთ (ყველას ხარისხი რწმენისა და მოქმედების შესაბამისია), და ალლაჰი მხილველია, რასაც სჩადიან!

    3:163
  9. لَقَدْ مَنَّ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ إِذْ بَعَثَ فِيهِمْ رَسُولًا مِنْ أَنْفُسِهِمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِهِ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَإِنْ كَانُوا مِنْ قَبْلُ لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.

    3:164
  10. أَوَلَمَّا أَصَابَتْكُمْ مُصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُمْ مِثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِنْدِ أَنْفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    როდესაც უბედურება გეწიათ, თქვენ კი ადრე ორჯერ მეტი აწიეთ (მტრებს თქვენსას), იკითხეთ: „ნეტა ეს საიდან?“ უპასუხე შენ (ო, შუამავალო): „თქვენგანვე მოდის ის“. უეჭველად, ყოვლისშემძლეა ალლაჰი.

    3:165
  11. وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ

    და რაც გეწიათ ამ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს, მოხდა ნებითა ალლაჰისა, რათა გამოევლინა ვინ იყო მორწმუნე,

    3:166
  12. وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِمْ مَا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ

    და რათა შეეცნო ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ. და უთხრეს მათ: „მოდით, იომეთ ალლაჰის გზაზე ან თავი დაიცავით“; მიუგეს: „(ჩვენ) ბრძოლა რომ ვიცოდეთ, გამოგყვებოდით თქვენ“. იმ დღეს ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ ისინი, ვიდრე რწმენასთან, იმას ამბობდნენ თავიანთი პირით, რაც არ ჰქონდათ გულში. ხოლო ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის, რასაცა მალავენ ისინი.

    3:167
  13. الَّذِينَ قَالُوا لِإِخْوَانِهِمْ وَقَعَدُوا لَوْ أَطَاعُونَا مَا قُتِلُوا ۗ قُلْ فَادْرَءُوا عَنْ أَنْفُسِكُمُ الْمَوْتَ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    მათ, რომელთაც თქვეს თავიანთ ძმებზე: „ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო“, თავად კი შინ დარჩნენ, მათ უთხარი შენ (ო, შუამავალო!): „განიშორეთ თვენგან სიკვდილი, თუ სიმართლეს ამბობთ!“

    3:168
  14. وَلَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ قُتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَمْوَاتًا ۚ بَلْ أَحْيَاءٌ عِنْدَ رَبِّهِمْ يُرْزَقُونَ

    და შენ არავითარ შემთხვევაში მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს,

    3:169
  15. فَرِحِينَ بِمَا آتَاهُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ وَيَسْتَبْشِرُونَ بِالَّذِينَ لَمْ يَلْحَقُوا بِهِمْ مِنْ خَلْفِهِمْ أَلَّا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    ხარობენ იმით, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან, და ხარობენ იმით, ვინც მათ უკანაა და ჯერ არ მისწევიათ, რომ მათ არ მოელით არცა შიში და არცა მწუხარება!

    3:170
  16. يَسْتَبْشِرُونَ بِنِعْمَةٍ مِنَ اللَّهِ وَفَضْلٍ وَأَنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُؤْمِنِينَ

    ხარობენ ალლაჰის წყალობისა და მადლის გამო და რომ ალლაჰი საზღაურს არ დაუკარგავს მორწმუნეებს,

    3:171

თარგმანი: რეზო მიქელაძე