სურა 3 ალი იმრანი, აიათი 155 – 156
-
إِنَّ الَّذِينَ تَوَلَّوْا مِنْكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ إِنَّمَا اسْتَزَلَّهُمُ الشَّيْطَانُ بِبَعْضِ مَا كَسَبُوا ۖ وَلَقَدْ عَفَا اللَّهُ عَنْهُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ
უეჭველად, თქვენგან ისინი, ვინც ზურგი იქცია იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს, ეშმაკმა აცდუნა და წააბორძიკა ეგენი რაღაცით, რაც უქმნიათ მაგათ. ალლაჰმა მაინც მიუტევა იმათ. უეჭველად, ალლაჰი შემწყალეა, შემწყნარებელია!
3:155 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَكُونُوا كَالَّذِينَ كَفَرُوا وَقَالُوا لِإِخْوَانِهِمْ إِذَا ضَرَبُوا فِي الْأَرْضِ أَوْ كَانُوا غُزًّى لَوْ كَانُوا عِنْدَنَا مَا مَاتُوا وَمَا قُتِلُوا لِيَجْعَلَ اللَّهُ ذَٰلِكَ حَسْرَةً فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ يُحْيِي وَيُمِيتُ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს, გზას რომ გაუდგნენ, ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: ისინი რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!... დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს, და ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!
3:156
თარგმანი: რეზო მიქელაძე