სურა 3 ალი იმრანი, აიათი 130 – 143
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَأْكُلُوا الرِّبَا أَضْعَافًا مُضَاعَفَةً ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აიღებთ პროცენტს, (მითუმეტეს) ორმაგი სარგებლით, მაშ, სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ!
3:130 -
وَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ
გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც ურწმუნოთათვის იქნა გამზადებული!
3:131 -
وَأَطِيعُوا اللَّهَ وَالرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ
და მორჩილ იყავით ალლაჰისა და შუამავალის, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!
3:132 -
وَسَارِعُوا إِلَىٰ مَغْفِرَةٍ مِنْ رَبِّكُمْ وَجَنَّةٍ عَرْضُهَا السَّمَاوَاتُ وَالْأَرْضُ أُعِدَّتْ لِلْمُتَّقِينَ
ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის,
3:133 -
الَّذِينَ يُنْفِقُونَ فِي السَّرَّاءِ وَالضَّرَّاءِ وَالْكَاظِمِينَ الْغَيْظَ وَالْعَافِينَ عَنِ النَّاسِ ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ
რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!
3:134 -
وَالَّذِينَ إِذَا فَعَلُوا فَاحِشَةً أَوْ ظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ ذَكَرُوا اللَّهَ فَاسْتَغْفَرُوا لِذُنُوبِهِمْ وَمَنْ يَغْفِرُ الذُّنُوبَ إِلَّا اللَّهُ وَلَمْ يُصِرُّوا عَلَىٰ مَا فَعَلُوا وَهُمْ يَعْلَمُونَ
ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და მაშინვე შესთხოვონ პატიება (ჩადენილი) ცოდვებისათვის, და ვისღა ძალუძს მიუტევოს ცოდვები, თუ არა ალლაჰისა. და თუ შეგნებულად არ დაიჟინებენ იმას, რასაც ჩადიოდნენ,
3:135 -
أُولَٰئِكَ جَزَاؤُهُمْ مَغْفِرَةٌ مِنْ رَبِّهِمْ وَجَنَّاتٌ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ وَنِعْمَ أَجْرُ الْعَامِلِينَ
აი, მათთვისაა საზღაური - მიტევება მათი უფლისგან და სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ. და რა მშვენიერი საზღაურია (ჯილდოა) კეთილისმქმნელთათვის!
3:136 -
قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِكُمْ سُنَنٌ فَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُكَذِّبِينَ
უკვე თქვენამდე (უამრავმა ხალხმა) განვლო (ალლაჰის მიერ) მოვლენილი რელიგიები (ალლაჰის კანონები), აბა, მოიარეთ (მთელი) ქვეყანა და იხილეთ, როგორი იყო მატყუარების აღსასრული.
3:137 -
هَٰذَا بَيَانٌ لِلنَّاسِ وَهُدًى وَمَوْعِظَةٌ لِلْمُتَّقِينَ
აი, ესაა გაკვეთილი (განმარტება) კაცობრიობისთვის (ადამიანებისათვის) და გზა ჭეშმარიტი, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
3:138 -
وَلَا تَهِنُوا وَلَا تَحْزَنُوا وَأَنْتُمُ الْأَعْلَوْنَ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!
3:139 -
إِنْ يَمْسَسْكُمْ قَرْحٌ فَقَدْ مَسَّ الْقَوْمَ قَرْحٌ مِثْلُهُ ۚ وَتِلْكَ الْأَيَّامُ نُدَاوِلُهَا بَيْنَ النَّاسِ وَلِيَعْلَمَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَيَتَّخِذَ مِنْكُمْ شُهَدَاءَ ۗ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ الظَّالِمِينَ
თუ თქვენ რაიმე დანაკარგმა შეგეხოთ (უჰუდის ომში), იმის მსგავსი დანაკარგი სხვა ხალხმაც მიიღო (ბედირის ომში). და ჩვენ (წარმატება– წარუმატებლობის) დღეებს ვცვლით ხალხთა შორის, რათა გამოსცადოს (ისინი) ალლაჰმა, ვინც იწამა, და მიიღოს შეჰიდები თქვენგან. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი.
3:140 -
وَلِيُمَحِّصَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَيَمْحَقَ الْكَافِرِينَ
რათა ხალასი ჰქმნას ალლაჰმა, ვინც ირწმუნა და (ნელ-ნელა) ამოჟლიტოს ურწმუნონი.
3:141 -
أَمْ حَسِبْتُمْ أَنْ تَدْخُلُوا الْجَنَّةَ وَلَمَّا يَعْلَمِ اللَّهُ الَّذِينَ جَاهَدُوا مِنْكُمْ وَيَعْلَمَ الصَّابِرِينَ
ნუთუ ისე თვლით, მანამ შეაღწევთ სამოთხეში, სანამ ალლაჰი არ ამოარჩევს თქვენს შორის ვინ იბრძოდა ღვთის გზაზე და ვინ მომთმენი იყო?
3:142 -
وَلَقَدْ كُنْتُمْ تَمَنَّوْنَ الْمَوْتَ مِنْ قَبْلِ أَنْ تَلْقَوْهُ فَقَدْ رَأَيْتُمُوهُ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ
უეჭველად, თქვენ გქონდათ სურვილი სიკვდილისა, სანამ გადაეყრებოდით მას. მაშასადამე, თქვენ დაინახეთ იგი (სიკვდილი) და ჯერ ისევ ყოყმანობთ.
3:143
თარგმანი: რეზო მიქელაძე