სურა 3 ალი იმრანი, აიათი 1 – 7
-
الم
ელიფ, ლამ, მიმ.
3:1 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ الْحَيُّ الْقَيُّومُ
არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მარადცოცხალისა, მარადიულისა!
3:2 -
نَزَّلَ عَلَيْكَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ مُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهِ وَأَنْزَلَ التَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ
(შუამავალო!) მან თანდათან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი, დასტურად იმისა, რაც მის უწინარეს იყო; და მოავლინა თევრათი (თორა) და ინჯილიც (სახარება)
3:3 -
مِنْ قَبْلُ هُدًى لِلنَّاسِ وَأَنْزَلَ الْفُرْقَانَ ۗ إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا بِآيَاتِ اللَّهِ لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ ذُو انْتِقَامٍ
ადრე გზის მაჩვენებლად ხალხისთვის, და მოავლინა ფურყანი. უეჭველად, რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა სასტიკი სასჯელი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილი და საზღაურის მიმგებია.
3:4 -
إِنَّ اللَّهَ لَا يَخْفَىٰ عَلَيْهِ شَيْءٌ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي السَّمَاءِ
უეჭველად, ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა.
3:5 -
هُوَ الَّذِي يُصَوِّرُكُمْ فِي الْأَرْحَامِ كَيْفَ يَشَاءُ ۚ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
იგია ის, ვინც თქვენ გსახავს (დედის) მუცლებში როგორც ინებებს, არ არის ღვთაება, გარდა მისი, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
3:6 -
هُوَ الَّذِي أَنْزَلَ عَلَيْكَ الْكِتَابَ مِنْهُ آيَاتٌ مُحْكَمَاتٌ هُنَّ أُمُّ الْكِتَابِ وَأُخَرُ مُتَشَابِهَاتٌ ۖ فَأَمَّا الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ زَيْغٌ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَابَهَ مِنْهُ ابْتِغَاءَ الْفِتْنَةِ وَابْتِغَاءَ تَأْوِيلِهِ ۗ وَمَا يَعْلَمُ تَأْوِيلَهُ إِلَّا اللَّهُ ۗ وَالرَّاسِخُونَ فِي الْعِلْمِ يَقُولُونَ آمَنَّا بِهِ كُلٌّ مِنْ عِنْدِ رَبِّنَا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّا أُولُو الْأَلْبَابِ
იგია, რომელმაც ზემოავლინა შენზე წიგნი. იმაშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვა აიათები ერთმანეთის მსგავსი. ხოლო რომელთაც სიმრუდე უზით გულებში, ისინი იმათ მიყვებიან, რაც მიმგვანებულია, ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მგვანი-მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, გარდა ალლაჰისა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვიწამეთ ის, ყველაფერი ჩვენი უფლისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ!
3:7
თარგმანი: რეზო მიქელაძე