სურა 39 ზუმერი, აიათი 74 – 75

  1. وَقَالُوا الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي صَدَقَنَا وَعْدَهُ وَأَوْرَثَنَا الْأَرْضَ نَتَبَوَّأُ مِنَ الْجَنَّةِ حَيْثُ نَشَاءُ ۖ فَنِعْمَ أَجْرُ الْعَامِلِينَ

    და თქვეს: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც შეგვისრულა თავისი აღთქმა და დაგვიმკვიდრა მიწა, რომ დავსახლდეთ სამოთხეში, ვინებებთ სადაც. რაოდენ მშვენიერი საზღაურია კეთილისმქმნელთათვის!“

    39:74
  2. وَتَرَى الْمَلَائِكَةَ حَافِّينَ مِنْ حَوْلِ الْعَرْشِ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ ۖ وَقُضِيَ بَيْنَهُمْ بِالْحَقِّ وَقِيلَ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    და დაინახავ ანგელოზებს, ტახტრევნის ირგულივ შემოხვეულთ, ანდიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს. და განისაჯა მათ შორის ჭეშმარიტებით. და ითქმება: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, სამყაროთა ღმერთს!“

    39:75

თარგმანი: რეზო მიქელაძე