სურა 39 ზუმერი, აიათი 64 – 70

  1. قُلْ أَفَغَيْرَ اللَّهِ تَأْمُرُونِّي أَعْبُدُ أَيُّهَا الْجَاهِلُونَ

    უთხარი: „განა მიბრძანებთ თაყვანივსცე ვინმეს მაგიერ ალლაჰისა, ჰოი, უმეცარნო?“

    39:64
  2. وَلَقَدْ أُوحِيَ إِلَيْكَ وَإِلَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِكَ لَئِنْ أَشْرَكْتَ لَيَحْبَطَنَّ عَمَلُكَ وَلَتَكُونَنَّ مِنَ الْخَاسِرِينَ

    და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.

    39:65
  3. بَلِ اللَّهَ فَاعْبُدْ وَكُنْ مِنَ الشَّاكِرِينَ

    მაშ, თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს და იყავი მადლიერთაგანი!...

    39:66
  4. وَمَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ وَالْأَرْضُ جَمِيعًا قَبْضَتُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَالسَّمَاوَاتُ مَطْوِيَّاتٌ بِيَمِينِهِ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    და მათ ალლაჰი ვერ შეიმეცნეს ჭეშმარიტი შემეცნებით, რამეთუ მთელი ქვეყანა მის მფლობელობაშია აღდგომის დღეს და ცანი დაგრაგნილნი მისი ძლევამოსილებით. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან.

    39:67
  5. وَنُفِخَ فِي الصُّورِ فَصَعِقَ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَمَنْ فِي الْأَرْضِ إِلَّا مَنْ شَاءَ اللَّهُ ۖ ثُمَّ نُفِخَ فِيهِ أُخْرَىٰ فَإِذَا هُمْ قِيَامٌ يَنْظُرُونَ

    და ჩაიბერება საყვირში, მაშინ ჩაკვდება ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, გარდა იმისა, ალლაჰი, ინებებს ვისაც. მერე ჩაიბერება მასში კიდევ ერთხელ, აჰა ისინი, აღდგომილნი იყურებიან.

    39:68
  6. وَأَشْرَقَتِ الْأَرْضُ بِنُورِ رَبِّهَا وَوُضِعَ الْكِتَابُ وَجِيءَ بِالنَّبِيِّينَ وَالشُّهَدَاءِ وَقُضِيَ بَيْنَهُمْ بِالْحَقِّ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    გაბრწყინდა ქვეყანა ღმერთის შარავანდედით და დაიდვა წიგნი და მოყვანილი იქნენ შუამავალნი და მოწმენი. და განისაჯა მათ შორის ჭეშმარიტებით და ისინი არ დაიჩაგრებიან.

    39:69
  7. وَوُفِّيَتْ كُلُّ نَفْسٍ مَا عَمِلَتْ وَهُوَ أَعْلَمُ بِمَا يَفْعَلُونَ

    და სრულად მიეგო ყოველ სულს, რაც ჰქმნა. და იგი უკეთ უწყის იმას, რასაც სჩადიან.

    39:70

თარგმანი: რეზო მიქელაძე