სურა 39 ზუმერი, აიათი 1 – 9

  1. تَنْزِيلُ الْكِتَابِ مِنَ اللَّهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ

    ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.

    39:1
  2. إِنَّا أَنْزَلْنَا إِلَيْكَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ فَاعْبُدِ اللَّهَ مُخْلِصًا لَهُ الدِّينَ

    უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით. მაშ, თაყვანი ეცი ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით!

    39:2
  3. أَلَا لِلَّهِ الدِّينُ الْخَالِصُ ۚ وَالَّذِينَ اتَّخَذُوا مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءَ مَا نَعْبُدُهُمْ إِلَّا لِيُقَرِّبُونَا إِلَى اللَّهِ زُلْفَىٰ إِنَّ اللَّهَ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ فِي مَا هُمْ فِيهِ يَخْتَلِفُونَ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي مَنْ هُوَ كَاذِبٌ كَفَّارٌ

    კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“, უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა, უმადურია!

    39:3
  4. لَوْ أَرَادَ اللَّهُ أَنْ يَتَّخِذَ وَلَدًا لَاصْطَفَىٰ مِمَّا يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۚ سُبْحَانَهُ ۖ هُوَ اللَّهُ الْوَاحِدُ الْقَهَّارُ

    ალლაჰს, რომ ენება დადგენა ძისა, უთუოდ, აირჩევდა გაჩენილებისგან, რაც ნებავს. დიდება შენდა! იგია ალლაჰი, ერთადერთი, ყოვლისშემძლე!

    39:4
  5. خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۖ يُكَوِّرُ اللَّيْلَ عَلَى النَّهَارِ وَيُكَوِّرُ النَّهَارَ عَلَى اللَّيْلِ ۖ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ كُلٌّ يَجْرِي لِأَجَلٍ مُسَمًّى ۗ أَلَا هُوَ الْعَزِيزُ الْغَفَّارُ

    გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით. მოსავს ღამით დღეს და დღით ღამეს, და ჰმორჩილებენ მზე და მთვარე, ყველა დაცურავს დადგენილ დრომდე. იცოდეთ, რომ იგია ძლევამოსილი, ყოვლისმიმტევებელი!

    39:5
  6. خَلَقَكُمْ مِنْ نَفْسٍ وَاحِدَةٍ ثُمَّ جَعَلَ مِنْهَا زَوْجَهَا وَأَنْزَلَ لَكُمْ مِنَ الْأَنْعَامِ ثَمَانِيَةَ أَزْوَاجٍ ۚ يَخْلُقُكُمْ فِي بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ خَلْقًا مِنْ بَعْدِ خَلْقٍ فِي ظُلُمَاتٍ ثَلَاثٍ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ لَهُ الْمُلْكُ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُصْرَفُونَ

    გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან. შემდეგ დაადგინა მისგან მეწყვილე მისი და მოავლინა თქვენთვის საქონლიდან რვა წყვილი. გაჩენთ თქვენი დედების მუცლებში ქმნილებად: გაჩენისა შემდგომ სამ წყვდიადში. სწორედ ესაა ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მხოლოდ მას ეკუთვნის მეუფება. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, როგორღა შეიქცევით!

    39:6
  7. إِنْ تَكْفُرُوا فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ عَنْكُمْ ۖ وَلَا يَرْضَىٰ لِعِبَادِهِ الْكُفْرَ ۖ وَإِنْ تَشْكُرُوا يَرْضَهُ لَكُمْ ۗ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۗ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُمْ مَرْجِعُكُمْ فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰს არ სჭირდებით თქვენ, მაგრამ ურწმუნოებას ვერ მიიღებს თავის მსახურთაგან. ხოლო თუ მადლიერებას გამოხატავთ, მოიწონებს თქვენთვის. და არ იტვირთავს არც ერთი მტვირთავი სხვის ტვირთს. მერე თქვენი ღმერთისკენაა მისაქციელი თქვენი. მაშინ გამცნობთ თქვენ, რასაც სჩადიოდით. უეჭველად, იგი უწყის გულთა ნადებს!

    39:7
  8. وَإِذَا مَسَّ الْإِنْسَانَ ضُرٌّ دَعَا رَبَّهُ مُنِيبًا إِلَيْهِ ثُمَّ إِذَا خَوَّلَهُ نِعْمَةً مِنْهُ نَسِيَ مَا كَانَ يَدْعُو إِلَيْهِ مِنْ قَبْلُ وَجَعَلَ لِلَّهِ أَنْدَادًا لِيُضِلَّ عَنْ سَبِيلِهِ ۚ قُلْ تَمَتَّعْ بِكُفْرِكَ قَلِيلًا ۖ إِنَّكَ مِنْ أَصْحَابِ النَّارِ

    და როცა შეეხება ადამიანს სიავე, მოუხმობს თავის ღმერთს სინანულში ჩავარდნილი, მერე როცა მას უბოძებს სიკეთეს მისგან, ივიწყებს რასაც ევედრებოდა მას უწინ. და უდგენს ალლაჰს თანასწორთ, რათა ააცდინოს მის გზას. უთხარი: „დატკბი შენი უმეცრებით ცოტა ხანს. უეჭველად, შენ ცეცხლის მკვიდრთაგანი ხარ!“

    39:8
  9. أَمَّنْ هُوَ قَانِتٌ آنَاءَ اللَّيْلِ سَاجِدًا وَقَائِمًا يَحْذَرُ الْآخِرَةَ وَيَرْجُو رَحْمَةَ رَبِّهِ ۗ قُلْ هَلْ يَسْتَوِي الَّذِينَ يَعْلَمُونَ وَالَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ ۗ إِنَّمَا يَتَذَكَّرُ أُولُو الْأَلْبَابِ

    განა ის, ვინც მორჩილად ატარებს ღამის საათებს, სეჯდეზე გართხმული ან მდგომი, უფრთხილდება საიქიოს და სასოებს წყალობას თავისი ღმერთისგან, უთხარი: „განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“ უეჭველად, შეიგონებენ მხოლოდ ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი!

    39:9

თარგმანი: რეზო მიქელაძე